როდემდე გაგრძელდება მზიანი ამინდი სამცხე-ჯავახეთში
26 დეკემბრამდე სამცხე-ჯავახეთში, უნალექო და მზიანი ამინდია ნავარაუდევი, თუმცა ღამის საათებში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. უნალექო ამინდი იქნება დღეს 23 დეკემბერს რეგიონში.
უფრო კონკრეტულად, დღეს, ახალციხეში მზიანი ამინდი იქნება, დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსს უნდა ველოდოთ.
დღისით +2 გრადუსამდე გათბება ჰაერი ბორჯომში, ღამით კი -1 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. დღე აქაც უნალექოდ ჩაივლის.
მზიანი დღე იქნება ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.
ადიგენშიც დღისით +2 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით -4 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდი იქნება დღის განმავლობაში, ახალქალაქში დღისით +1 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით -5 გრადუსი იქნება.
ნინოწმინდაში კი სინოპტიკოსები დღისით 0 გრადუსს, ხოლო ღამით -5 გრადუსს ვარაუდობენ.
დღეს მზიანი იქნება და დათბება რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 0 გრადუსია, ხოლო ღამით -8 გრადუსი იქნება. ხოლო ბაკურიანში, ტემპერატურა დღისით +2 გრადუსია, ხოლო ღამით -3 გრადუსია ნავარაუდევი.