მართლმადიდებლური სამყარო დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს
16:52 / 12.07.2017
მართლმადიდებლური სამყარო დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს.
მოციქულების - პეტრეს და პავლეს ხსენების დღე, სასულიერო პირებმა და მრევლმა, ტაძრებში საზეიმო წირვით აღნიშნეს. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ერთთვიანი მარხვა უძღოდა,რომელიც დღეს თევზითაა ხსნილი. ხვალ კი მარხვა სრულდება. მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე და პავლე მოციქულებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს. წმინდა პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. იგი მეთევზე იყო და სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი უფალმა პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე, თავდაყირა გაკრული აღესრულა.
წმინდა პავლე მღვდელმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს სდევნიდა. როცა ის დროებით დაბრმავდა, ღმერთმა თავისკენ მოუწოდა. მოციქულის სიცოცხლე თავისკვეთით დასრულდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.