საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 3D ფორმატში მომზადებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ ნახონ,როგორი იქნება აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი რეაბილიტაციის შემდეგ.
https://youtu.be/cx5tngepZbA
ამ ეტაპზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, რომელიც ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება; მისი დასრულების შემდეგ დაგეგმილია ტაძრის მცირე კონსტრუქციული გამაგრებები; წელსვე იგეგმება აწყურის ციხის ჩამოშლილი სამხრეთ კედლის გაწმენდითი სამუშაოები. სპეციალურად მონტაჟდება საბაგირო, რომლის საშუალებითაც კედლიდან ჩამონგრეულ ქვებს ქვევით ჩამოიტანენ და უკვე გაწმენდილ მდგომარეობაში პირვანდელ ადგილს დაუბრუნებენ.
აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება.
არქეოლოგიურ სამუშაოებს პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობს.
|