SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/08/gia-poto.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/08/minaretii.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/03/saakashvili1.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/08/e1839be183a3e183a4e183a2e18398.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/08/e183a5e18394e183a2e18398.jpg?w=191" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/08/e1839be183a3e183a4e183a2e18398.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/08/shemosavlebi.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/08/e1839be18398e1839ce18390e183a0e18394e18397e18398-e183ade18394e1839ae18390.jpg?w=245" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/08/minaretii.jpg?w=250" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
რელიგია
მართლმადიდებელი მოსახლეობის აქციები ახალციხესა და ადიგენში
ამ წუთებში ახალციხის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას მართავს მართლმადიდებელი მოსახლეობა. აქციის მონაწილეებს სამცხე–ჯავახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდანაც უერთდებიან. შეკრებილები აცხადებენ, რომ ისინი მინარეთის რეგიონში შემოტანას არ დაუშვებენ.
16:59 / 29.08.2013
გიორგი კოპაძე: ,,თუ გადაივლიან ჩვენს გვამებზე წაიღონ და დადგან"
გიორგი კოპაძე: ,,თუ გადაივლიან ჩვენს გვამებზე წაიღონ და დადგან"
აქციის მონაწილეები  ამ წუთებში  საზოგადოებას მოუწოდებენ შეუერთდნენ აქციას და გამოხატონ თავიანთი პოზიცია რელიგიისა და ქვეყნის გადასარჩენად.  ,,ჩატარდეს რეფერენდუმი და ყველამ ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი რწმენისა და სინდისის წინაშე, ეს არის ჩვენი მოთხოვნა,  თუ გადაივლიან ჩვენს გვამებზე მაშინ გაატარონ ის ლითონის კონსტრუქცია. ჩვენ არ შევეგუებით მინარეთის ჭელაში დაბრუნებას”–განაცხადა აქციაზე ერთერთმა ორგანიზატორმა გიორგი კოპაძემ.  მართმადიდებლები მთავრობას მოუწოდებენ, რომ დროულად მიიღოს ქმედითი ზომები, რათა სიტუაცია მწვავე კონფლიქტში არ გადაიზარდოს. შეგახსენებთ, რომ მართმადიდებლებმა პირველი აქცია გუშინ ადიგენში გამართეს, ხოლო ახალციხის სამმართველოს შენობასთან დღეს დილის 10 საათიდან შეიკრიბნენ. აქციას, ადიგენის, ახალციხისა და ასპინძის მოსახლეობა ესწრება. ისინი ამ წუთებში ახალციიხს ავტოსადგურის ტერიტორიისაკენ მიემართებიან.
14:13 / 29.08.2013
მარიამობა აწყურის ტაძარში
მარიამობა აწყურის ტაძარში
00:54 / 29.08.2013
სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ჭელაში დაკავებულები მომხდარს უარყოფდნენ
26.08.2013წ.  სამმართველოსთან შეკრებილები მოსახლეობა   დაკავებულების გათავისუფლებას გვიან ღამემდე ითხოვდა. პოლიციამ 26 აგვისტოს მხოლოდ 12 მათგანი გაათავისუფლა. 9 პირზე კი საქმე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კუთხით აღიძრა.  ადიგენელ მუსლიმებს მხარდამჭერები მთელი ღამის განმავლობაში უერთდებოდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ სპეცრაზმმა მათზე ძალმომრეობა განახორციელა და სასტიკად სცემა. მათი თქმით ნაცემები არიან დაკავებული პირებიც, თუმცა სამმართველოდან გათავისუფლებულები  მედიასთან მომხდარს უარყოფდნენ.
19:40 / 28.08.2013
რა ხდებოდა ჭელაში მინარეთის დემონტაჟის დროს?
მინარეთის დემონტაჟი და ხმაური ადიგენსა და ახალციხეში.  26 აგვისტოს სოფელ ჭელამდე მისასვლელი ცენტრალური გზა  და კიდევ ორი შემოვლითი გზა ,,ექოს“ გადამღებ ჯგუფს დაკეტილი დახვდა. სამართალდამცავები მედიასთან გზის გადაკეტვის მიზეზებზე არ საუბრობდნენ. ამბობდნენ, რომ აღნიშნულის შესახებ მათ ზემოდან უბრძანეს. ჭელასთან ერთად გადაადგილება შეუძლებელი იყო ადიგენის მუნიციპალიტეტის კიდევ 7 სოფელში,  მედიისა  და ავტომანქანების გარდა სოფლებში არ უშვებდნენ ქვეითად მოსიარულეებსაც. ჭელისკენ მიმავალი გზა სამართალდამცავებმა  მინარეთის დემონტაჟის გამო გადაკეტეს.
18:29 / 28.08.2013
ადიგენში მართმადიდებელი მრევლი აქციას მართავს
ადიგენში მართმადიდებელი მრევლი აქციას მართავს
ამ წუთებში, ადიგენის მუნიციპალიტეტში მშვიდობიან აქციას მართავს მართმადიდებელი მრევლი. დაბის ცენტრში 300–მდე ადამიანია შეკრებილი. ისინი ჭელაში, მინარეთის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვენ.  აქციაზე ადიგენის იმ სოფლების მოსახლეობა იმყოფება, სადაც მაცხოვრებელთა უმრავლესობა აჭარიდან ეკომიგრანტი მუსლიმები არიან. ამბობენ რომ აღნიშნულ სოფლებში რელიგიურ უმცირესობას მართმადიდებლები წარმოადგენენ და მათი უფლებები ირღვევა. ,,ჩვენ ამ გამოსვლით, ჩვენი უფლებების დაცვას მოვითხოვთ, წლების მანძილზე კარგი და კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონდა აჭარიდან ჩამოსახლებულ მუსლიმებთან, ზედა ზონაში თითქმის ყველა სოფელში დგას მათი სალოცავი. მივეცით საშუალება, რომ აეშენებინათ ეს სალოცავები, რადგან მორწმუნე ადამიანი ცუდს არ გააკეთებს, თუმცა მათ დინამიკები დააყენეს მეჩეთებზე, როგორია როცა ხატებთან ზიხარ შენთვის ჩუმად ლოცულობ და მოლის ხმა ისმის? რამოდენიმე წელია შეწუხებულები ვართ, უმცირესობაში ჩვენ ვართ.  მოვითხოვთ გონზე მოვიდნენ აჭარლები და პატივი გვცენ ჩვენც” –აცხადებს აქციის მონაწილე პაატა ბლიაძე.  მართმადიდებელი მოსახლეობის აქცია დაბის ცენტრში ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ადიგენში იმყოფება ,,ექოს” გადამღები ჯგუფიც, დეტალებს პერიოდულად მოგაწვდით. აქციაზე მობილიზებულია პოლიციაც.    
16:55 / 28.08.2013
ბექა მინდიაშვილი ჭელაში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება
ბექა მინდიაშვილი ჭელაში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება
თეოლოგი და უფლებადამცველი ბექა მინდიაშვილი ჭელაში მომხდარ მოვლენებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება:            ,,როდის იქნება “ინციდენტი” ამოწურული? მაშინ, როდესაც მინარეთის მოჭრის უკანონო ბრძანების ავტორს პასუხისგებაში მისცემენ, პასუხისგებაში მისცემენ შსს-ს თანამშრომლებს, რომლებმაც სცემეს მუსლიმები, დაისმება შშს-სა და რეინტეგრაციის მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, გაირკვევა ამ ყველაფერში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების როლი, დატუქსავენ წულუკიანს სისულელეების ლაპარაკისთვის, აღადგენენ მინარეთს და ივანიშვილის თამადობით, ძალიან დიდ ბოდიშს მოუხდის მთელი მთავრობა საქართველოს მუსლიმებს და მთელ მოსახლეობას ამ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხის გამომწვევი ოპერაციისთის. მარგველაშვილი არ არი პრობლემა, არსებულის არარსებობაა და ყოფნის უარყოფა”– წერს ბექა მინდიაშვილი.
18:12 / 27.08.2013
მიხეილ სააკაშვილი: ,,მოვუწოდებ მთავრობას შეწყვიტოს სიძულვილის ენით ლაპარაკი"
მიხეილ სააკაშვილი: ,,მოვუწოდებ მთავრობას შეწყვიტოს სიძულვილის ენით ლაპარაკი"
ადიგენში მომხდარ მოვლენებზე  საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება  ბათუმში ვიზიტის დროს გააკეთა: „მე მინდა გამოვეხმაურო იმ უკანონობას, რომელიც ჩადენილი იქნა ქართველი მუსლიმების მიმართ და რომელმაც აღაშფოთა ბევრი ქართველი მართლმადიდებელი. რაც მოხდა ადიგენში, წინასწარგანზრახული, ძალიან ცუდი შინაარსის პროვოკაცია, რომელიც საბოლოო ჯამში აპირისპირებს ქართველს ქართველთან და ეს არის გაგრძელება მრავალთვიანი ტენდენციის. ის, რომ წინა მთავრობის დროს ასე არ ხდებოდა, ეს არ იყო შიშის ბრალი, ეს იყო იმის გამო, რომ ჩვენ ყველანი მუდმივად ვიმეორებდით, რომ საქართველოში არის ყველა თანასწორი. მე მოვუწოდებ მთავრობას, შეწყვიტოს შურისძიების ენით ლაპარაკი, მე მოვუწედებ ყველას, რომ ერთმანეთთან ვიმუშაოთ სამოქალაქო მშვიდობის მიღწევის კუთხით, ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ ჩვენი რთული გეოპოლიტიკის გათვალისიწინებით, როცა მეზობლები გვყავს თურქეთი, აზერბაიჯანი და სხვა ქვეყნები და ეს მათთანაც გვიქმნის პრობლემებს, პრაქტიკულად ჩვენ ვრჩებით პირისპირ მხოლოდ ერთი მეზობლის, ჩვენი დამპყრობლის, რუსეთის მიმართ. ასეთი პროვოკაციების შედეგად ჩვენ ვრჩებით დაუცველები. მინდა მთავრობას მოვუწოდო, რომ ჩამოაყალიბოს მწყობრი პოლიტიკა და გამოხატოს პოზიცია რათა მომავალში ვერავინ ვერ შეძლოს ასეთი რამის გაკეთება, მუსლიმებისთვის მინარეთის მოხსნა იგივეა, რაც მართლმადიდებლებისთვის და საერთოდ ქრისტიანებისთვის, ეკლესიიდან ჯვრის მოხსნა და ამას აქვს თავისი შედეგები. მე აქ მოვედი, მეჩეთის წინ, სწორედ იმის გამო, რომ დავით აღმაშენებლის ტრადიციაა საქართველოში, რომ საქართველოს მმართველები, პოლიტიკოსები, ყველა აღმსარებლობას ერთნაერად სცემდნენ პატივს და მე როგორც მართლმადიდებელმა, მინდა გამოვხატო სრული პატივისცემა ჩვენი მუსლიმი სისხლის და ხორცის მიმართ. საქართველოში არის რამდენიმე ასეული ათასი მუსლიმი, მსოფლიოში არის რამდენიმე მილიონი მუსლიმი ქართველი და არავის არა აქვს უფლება რაიმე სახის შუღლი ჩამოაგდოს მათსა და დანარჩენ ქართველებს შორის– განაცხადა ბათუმში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილმა. 
17:53 / 27.08.2013
ჯემალ პაქსაძე: ,,მინარეთის საქმეზე მუშაობა დაკავებული ადამიანების გათავისუფლების შემდეგ დაიწყება"
ჯემალ პაქსაძე: ,,მინარეთის საქმეზე მუშაობა დაკავებული ადამიანების გათავისუფლების შემდეგ დაიწყება"
ამ წუთებში,  სამმართველოს შენობიდან გამოვიდა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე, მან შეკრებილებს მოლაპარაკების დეტალები გააცნო. მისი თქმით სიტუაცია განმუხტულია და დაკავებულ ადამიანებს უახლოესი ერთი საათის განმავლობაში გამოუშვებენ, რაც შეეხება მინარეთს ჯემალ პაქსაძემ განაცხადა, რომ დაკავებულების გათავისუფლების შემდეგ მინარეთის აღდგენის საკითხზე მუშაობა დაიწყება.
15:54 / 27.08.2013
ქეთი ბებიაშვილი: ,,დაკავებულებს პროცესზე ადვოკატი არ ჰყავდათ"
ქეთი ბებიაშვილი: ,,დაკავებულებს პროცესზე ადვოკატი არ ჰყავდათ"
ამ დროისათვის,  ახალციხის რაიონულ სასამართლოში 3 პირის სასამართლო პროცესი დასრულდა, ბადრი და ემზარ ჩოგაძეებს და დავით ბერიძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის გათვალისწინებით, ( სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევა) თითოეულს  400 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ. პროცესს ესწრებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი მაია გრძელიშვილი. როგორც ,,ექოს“ საიას გორის ოფისის  ხელმძღვანელმა ქეთი ბებიაშვილმა განუცხადა, სამივე  დაკავებულს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. მისივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე,  დაკავებულებს არ ჰყავდათ ადვოკატი. სამივე მათგანმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ჰქონდათ თუ არა  ადვოკატის აყვანის უფლება, მათ არ იცოდნენ. ამბობენ, რომ ადვოკატის არსებობის შემთხვევაში განსხვავებულ ჩვენებებს მისცემდნენ. ბადრი ჩოგაძე არასრულწლოვანია და მის პროცესს მამა ესწრებოდა.  პროცესს მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი უძღვებოდა.
15:21 / 27.08.2013
ახალციხეში სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე იმყოფება
ახალციხეში სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე იმყოფება
ამ წუთებში სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოში სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე მივიდა. “შეურაცხყოფილები ვართ, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მომხდარის გამო. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მწუხარებას იმ დაზარალებული მრევლის გამო, რომლებიც დღეს დააკავეს. მე ღვთის წინაშე ვამბობ, რომ ეს არის მოუხდელი ცოდვა”–განაცხადა გუშინ ჯემალ პაქსაძემ. მისივე თქმით, მასალა სარფის საბაჟოზე უკანონოდ იყო შემოტანილი, მოხდება მისი ხელმეორედ განბაჟება და მინარეთი მეჩეთს დაუბრუნდება.  მუფთი ჯერ არ გასაუბრებია ახალციხეში შეკრებილ აქციის მონაწილეებს. მუსლიმები სამმართველოდან მის გამოსვლას ელიან.
14:19 / 27.08.2013
შემოსავლების სამსახური მინარეთის აღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემოსავლების სამსახური მინარეთის აღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სოფელ ჭელაში, ისლამური მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მას უცვლელად გთავაზობთ: ,,მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური საზოგადოების ინფორმირების მიზნით განმარტავს: ინდ/მეწარმე ჯამბულ აბულაძემ 14 ივლისს, მინარეთის ასაწყობი ლითონის კონსტრუქცია თურქეთის რეპუბლიკიდან საქართველოს შემოიტანა.  საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შემოსავლების სამსახურისსაბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციის დამუშავების, გაცვლისა და რისკების მართვის სამმართველოს მიერ, ელექტრონული ბაზის ანალიზის შედეგად შეირჩა კონკრეტული სეს ესნ. კოდით ასახული სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია. აღნიშნული დოკუმენტაციის ანალიზის შემდგომ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის არასწორად კლასიფიცირებამ შეიძლება გამოიწვიოს იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება. აღნიშნული ოდენობის შემცირების დადგენა ფიზიკური დათვალიერებისა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შეუძლებელია.   აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის 113-ემუხლის პირველიპუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 115- ე მუხლის შესაბამისად დაინიშნა ინდ/მეწ. „ჯამბულ აბულაძე“-ს (ს/ნ 03001016768) მიერ მიმდინარე წლის 14 ივლისს N11112/C-12971 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმება.  21 აგვისტოს, შემმოწმებელთა ჯგუფი მივლინებულ იქნაინ დ/მეწ. ,,ჯამბულ აბულაძე’’-ს იურიდიულ მისამართზე,  რათა განეხორციელებიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობები. შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი N39828 ბრძანება – საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმების შესახებ ჩაბარდა ჯამბულ აბულაძის მეუღლეს. აღნიშნული ბრძანება ასევეგაგზავნილი იქნა საქართველოს ფოსტით და ატვირთა პირის ელექტრონულ მისამართზე.    ვინაიდან მინარეთის კონსტრუქცის  წონა და სასაქონლო კოდი შესაძლოა არშეესაბამებოდეს დეკლარირებულ მონაცემებს, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით 26 აგვისტოს, მოხდა მისი დემონტაჟი. ამასთან აღსანიშნავია, რომ მინარეთის კონსტრუქციის დემონტაჟს და შემდგომ მისი აღდგენით სამუშაოებს უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური.  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თხოვნით მიმართავს ადგილობრივ მოსახლეობას, ყველა დაინტერესებულ პირს, არ დაუშვან აღნიშნული ფაქტის პოლიტიზირება და შესაბამის სამსახურებს მიეცეთ საშუალება სწრაფად და სრულყოფილად ჩაატარონ სასაქონლო ექსპერტიზა.  სსიპ შემოსავლების სამსახური”    
22:47 / 26.08.2013
ჭელის მაცხოვრებლები ახალციხისკენ მიემართებიან
ჭელის მაცხოვრებლები ახალციხისკენ მიემართებიან
    ამ წუთებში, 20–მდე ავტომანქანით მუსლიმი მაცხოვრებლები ადიგენიდან  ქალაქ ახალციხისაკენ მიემართებიან. სავარაუდოდ, ისინი სოფელ ჭელაში სამართალდამცავების მიერ დაკავებული 11 ადამიანის მხარდასაჭერად აქციის გამართვას გეგმავენ.   მოვლენათა განვითარებას ,,ექოს” გადამღები ჯგუფი პერიოდულად მოგაწვდით.
19:00 / 26.08.2013
სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა
სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა
22 მეტრიანი მინარეთის კონსტრუქცია სოფელ ჭელაში დღეს დაიშალა, იგი სამართალდამცავებმა სოფლიდან გაიტანეს. აღნიშნულ ფაქტს ჭელაში მცხოვრები მუსლიმები აპროტესტებენ. ამბობენ, რომ მათთვის უცნობი იყო, როდის აპირებდა ადგილობრივი თვითმმართველობა მინარეთის დაშლას. ადგილობრივების თქმით, მათზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. ჭელის მკვიდრები ამბობენ, რომ აღნიშნულ ფაქტს ისინი რეაგირების გარეშე არ დატოვებენ და ყველა საჭირო ინსტანციას მიმართავენ. სოფელ ჭელაში მინარეთის კონსტრუქციის დემონტაჟმა სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობას შორის დაპირისპირება გამოიწვია.  როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, დაკავებულია 11 ადამიანი, რომლებიც ამ დროისათვის,ახალციხის სამმართველოში    გადაიყვანეს. სოფელ ჭელაში ამ წუთებში ,,ექოს” კორესპონდენტი, შორენა სურმანიძე იმყოფება. მისი თქმით, დემონტაჟის დროს  ჭელისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი იყო. ტერიტორიაზე არ უშვებდნენ მედიის წარმომადგენლებსაც. ჭელაში განვითარებულ მოვლენებს ,,ექოს” გადამღები ჯგუფი პერიოდულად მოგაწვდით.
17:58 / 26.08.2013
ახალციხეში ფერისცვალების დღესასწაული აღნიშნეს
19 აგვისტოს მართლმადიდებლურმა სამყარომ ფერისცვალების დღესასწაული აღნიშნა. ეს დღე იზეიმეს ახალციხეშიც. მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა ლოცვა ტაძრის წინამძღვარმა მამა დავითმა აღავლინა.
20:51 / 19.08.2013
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activatecasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기matadorbetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobet스마일퀄리티holiganbetmatadorbetmatadorbetjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetmegapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetbetpascasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginnerobet girişsekabetjojobetcasibomcasibomcasibom girişbets10jojobetbetpassahabetumzugsfirma wiengrandpashabethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9018Casibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahiskralbetjojobetultrabet girişalanya escortJojobetcasibompusulabetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotultrabetdeneme bonusu veren siteler 2026все казиноcasibom giriş1xbet girişbetpastipobetPadişahbetbets10sekabet girişmarsbahisextrabetjojobet girişjojobet girişiptv satın aljojobet girişgrandpashabetmatbetvdcasinoslotdayjojobetjojobetmeritkingmatbetbetpark twitterbetpasbetpassekabetJojobetmagic mushroomscratosroyalbettaraftarium24betasus girişjojobetStreameastkiralık hackerbetpaselexbetcasibomcasibomvdcasinomp3 juicematbetTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomalobet