SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/07/e1839be18394e183a3e183a4e18394e18394.jpg?w=177" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/07/e18398e183a8e183aee18390e1839ce18398.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/07/e1839be18394e183a3e183a4e18394e18394.jpg?w=177" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/03/saakashvili1.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/07/sve.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/07/e1839be18394e183a3e183a4e18394.jpg?w=177" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/07/vartavar.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/06/tadzarii.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/06/tadzarii.jpg?w=250" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
რელიგია
ბენარაში ტაძრის მშენებლობა დაიწყო
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენერაში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ტერიტორია, სადაც საძირკველი მომზადდა, მართლმადიდებლურ ეკლესიას მრევლმა შესწირა. აბასთუმნის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონი, მამა იობი განმარტავს, რომ ბენარასა და მის მიმდებარე სოფლებში ქრისტიანული ტაძარი ამ დრომდე არ ფუნქციონირებდა. ეკლესიის დასრულების შემდეგ აქ მორწმუნეები   10-მდე სოფლიდან ივლიან.
12:25 / 02.08.2013
ქრისტიანი მოსახლეობის უფლებების დასაცავად ადიგენში აქცია გაიმართება
ადიგენში ქრისტიანი მოსახლეობის უფლებების დასაცავად  მშვიდობიანი აქცია გაიმართება. ამასთან დაკავშირებით განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი დარბაზი ადიგენის განვითარებისათვის” ავრცელებს. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მშვიდობიანი აქციის საჭიროება სოფელ ჭელაში, ისლამური სალოცავის გვერდით მინარეთის დადგმამ გამოიწვია.
11:58 / 01.08.2013
მეუფე თეოდორე - პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღო დაპირება, რომ ახლო მომავალში ლტოლვილების დაბრუნებაში ჩაერთვება
მეუფე თეოდორე - პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღო დაპირება, რომ ახლო მომავალში ლტოლვილების დაბრუნებაში ჩაერთვება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღო დაპირება, რომ ახლო მომავალში ლტოლვილების დაბრუნებაში ჩაერთვება, – ამის შესახებ წუხელ, სიონის ტაძარში ჟურნალისტებთან საუბრისას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორე ჭუაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ძალიან ბევრი საკითხი იყო განხილული, მათ შორის, დაისვა საკითხი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესახებ, საზღვრის თაობაზე, რომლის მოწყობა უკანონოდ მიმდინარეობს და დაისვა დევნილების საკითხი. “პატრიარქმა მიიღო დაპირება რუსეთის პრეზიდენტისგან, რომ ახლო მომავალში ჩაერთვება ლტოლვილების დაბრუნებაში და შეძლებისდაგვარად დაგვეხმარება მათ დაბრუნებაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში”, – აღნიშნა მეუფე თეოდორემ. მისივე თქმით, ასევე იყო მიღებული დოკუმენტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შესახებ, სადაც მძიმე მდგომარეობაა და განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ქრისტიანები, რომლებიც იდევნებიან. როგორც მეუფე თეოდორემ აღნიშნა, ქართულმა მხარემ მხარი დაუჭირა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს და ასევე სურდა, ჩართული ყოფილიყო ამ ტექსტში აფხაზეთი, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. მიტროპოლიტ თეოდორეს განცხადებით, რუსეთის პატრიარქისგან მათ მიიღეს დაპირება, რომ ამის შესახებ ახალი დოკუმენტი მომზადდება, რომელიც შეეხება მთლიანად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. რაც შეეხება აფხაზეთში არსებულ ტაძრებს, როგორც მან აღნიშნა, ეს ტაძრები ისევ მძიმე მდგომარეობაშია. “რუსეთი თითქმის ცდილობს დაგვეხმაროს და ამბობს, რომ ის შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს ამისთვის. იყო შეხვედრა ჩვენი ეპისკოპოსის აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, რომ ჩართულები ვიყოთ და შეძლებისდაგვარად ქართული სამღვდელოება შევიდეს აფხაზეთში, ყოველ შემთხვევაში პირველ რიგში კოდორის ხეობასა და გალის რაიონში”, – დასძინა მეუფე თეოდორემ. “ინტერპრესნიუსი
12:44 / 30.07.2013
ზურაბ ჩილინგარაშვილი: ,,ჭელაში მინარეთი უკანონოდ დაიდგა"
22 მეტრი სიმაღლის მინარეთი და მის გარშემო გაჩენილი გაურკვევლობა–ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მეჩეთის გვერდით ისლამის მიმდევრებმა მინარეთი დადგეს. დასახლების მუსლიმი მაცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ ამ ქმედებით ისინი ქრისტიანი მეზობლების უფლებებს არ შეზღუდავენ. აღნიშნულ ფაქტს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი სწავლობს, რომელთან დაკავშირებითაც წარმომადგენლები განცხადების გაკეთებას მომავალ კვირას გეგმავენ.
00:21 / 26.07.2013
სამუშაოები იშხანში პროფესიონალი არქეოლოგების ზედამხედველობის გარეშე აღარ ხორციელდება
სამუშაოები იშხანში პროფესიონალი არქეოლოგების ზედამხედველობის გარეშე აღარ ხორციელდება
კულტურის სამინისტროს ცნობით, ქართველ სპეციალისტთა მესამე ოფიციალური ვიზიტი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში წარმატაბით დასრულდა. ვიზიტს წინ უძღოდა ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოები; შედგა ორი ქვეყნის, თურქეთისა და საქართველოს კულტურის მინისტრების სატელეფონო საუბარი, კულტურის მინისტრების მოადგილეების შეხვედრა, ასევე სპეციალისტთა სამუშაო შეხვედრები ძეგლებზე რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. „ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ ქართველ ექსპერტთა პირველი და მეორე სამუშაო შეხვედრის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები თურქეთის მხარის მიერ დიდწილად უკვე გათვალისწინებულია. მაგალითად, დამუშავებულია ძეგლის საინჟინრო-კონსტრუქციული გაძლიერების პროექტი, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ასევე თურქი სპეციალისტების მიერ გაძლიერდა იატაკის დამცავი ფენა ინერტული მასის დამატებითი ფენებით. აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაოები იშხანში აღარ ხორციელდება პროფესიონალი არქეოლოგების ზედამხედველობის გარეშე. 2013 წლის 18-19 ივლისის ვიზიტისას ქართველი სპეციალისტები ადგილზე კიდევ ერთხელ გაეცნენ ძეგლზე არსებულ ვითარებას. თურქ კოლეგებს გააცნეს მეთოდური და ტექნიკური ტიპის მითითებები და რეკომენდაციები, რომლებიც მოგვიანებით ოფიციალური სახით გადაეგზავნება თურქეთის მხარეს“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში. ვიზიტის შედეგად შედგა შეთანხმება, რომ იშხნის დასავლეთ მკლავის ჩრდილოეთის მინაშენზე განხორციელდება ახლადაღდგენილი საპირე წყობის სათანადო დამუშავება, რაც არსებულ მდგომარეობას გარკვეულწილად გამოასწორებს. ასევე, ქართული მხარის რეკომენდაციის შედეგად, იშხანში მომუშავე სამშენებლო კომპანიამ, თხოვნით მიმართა შესაბამის სამსახურს სტამბოლში, რათა იშხანში მივლინებული იყოს კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტი. აღსანიშნავია, რომ ასევე ქართული მხარის რეკომენდაციის შედეგად, პროექტის შესრულების ვადა გახანგრძლივდა, რაც იშხნის უკეთესი რესტავრაციის შესაძლებლობას იძლევა. რაც შეეხება ოშკის სამონასტრო კომპლექსს, აქ ფიზიკური სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2013 წლის აგვისტოს თვეში, თუმცა პროექტის სრულყოფისა და შეცდომებისგან თავის დაზღვევის მიზნით, თურქეთის მხარემ პროექტის დასრულების ვადა 2013 წლის დეკემბრამდე გაახანგრძლივა.
13:55 / 23.07.2013
იშხნის სარესტავრაციო პროექტის შესრულების ვადა გახანგრძლივდა
იშხნის სარესტავრაციო პროექტის შესრულების ვადა გახანგრძლივდა
კულტურის მინისტრის მოადგილემ მარინა მიზანდარმა დღეს სამინისტროში ტაო-კლარჯეთში ვიზიტის შედეგები შეაჯამა. როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ქართულ სპეციალისტთა მესამე ოფიციალური ვიზიტი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში წარმატებით დასრულდა. მიზანდარის თქმით, ამ ეტაპზე, ქართველ ექსპერტთა პირველი და მეორე სამუშაო შეხვედრის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები თურქეთის მხარის მიერ დიდწილად გათვალისწინებულია. დამუშავებულია ძეგლის საინჟინრო კონსტრუქციული გაძლიერების პროექტი, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ასევე გაძლიერდა იატაკის დამცავი ფენა ინერტული მასის დამატებითი ფენით და სამუშაოები იშხანში აღარ ხორციელდება პროფესიონალი არქეოლოგების ზედამხედველობის გარეშე. ამასთან, იშხანში მყოფმა ქართველმა სპეციალისტებმა თურქ კოლეგებს გააცნეს მეთოდური და ტექნიკური რეკომენდაციები, რომლებიც მოგვიანებით ოფიციალური სახით გადაეგზავნება თურქეთის მხარეს. ვიზიტის შედეგად შედგა შეთანხმება, რომ იშხანის დასავლეთ მკლავის ჩრდილოეთ მინაშენზე განხორციელდება ახლად აღდგენილი საკირე წყობის სათანადო დამუშავება, რაც არსებულ მდგომარეობას გარკვეულწილად გამოასწორებს. მარინა მიზანდარის თქმით, თურქულმა მხარემ კედლის მხატვრობის კონსერვაციის მიზნით სტამბულში მიმართა შესაბამის სამსახურს და სპეციალისტი იქნება ამ მხრივ ჩართული. მიზანდარმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარის რეკომენდაციის შედეგად, პროექტის შესრულების ვადა გახანგრძივდა, რაც მისი უკეთესი რესტავრაციისათვის კარგი იქნება. პრესკონფერენციაზე ოშკთან დაკავშირებით ასევე ითქვა, რომ წელს სამუშაოები ტაძარზე არ დაიწყება, თუმცა ამ პროცესის დაწყება წელს, აგვისტოში იყო გათვალისწინებული. პროექტის სრულყოფისა და შეცდომების თავის დაღწევის მიზნით, თურქულმა მხარემ პროექტის დასრულების ვადა 2013 წლის დეკემბრამდე გაახანგრძლივა. ასევე გახანგრძლივდა იშხანზე სამუშაოების დასრულების ვადაც. პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობდა 18-19 ივლისს იშხანში ჩასული ქართველი სპეციალისტების ჯგუფი. კერძოდ, ამ ჯგუფში კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის გარდა შედიოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე და ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრისა და საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოს წარმომადგენლები. ყველა მათგანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ იშხანის რეკონსტრუქციის პროექტის მიმდინარეობისას ქართველ სპეციალისტთა რეკომენდაციებს გათვალისწინება ხდება და ტაძრის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს მაღალი ხარისხის მასალებით. სხვათა შორის, გამოიყენებენ კირქვას და არა ცემენტს. ტაძრის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგური ნივთები, ამჟამად შეგროვებულია და გადატანილია რიზეს მუზეუმში. პრესკონფერენციაზე მარინა მიზანდარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღწეული თურქეთის მხარის კეთილ ნებას წარმოადგენს და ამ სამუშაოებში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში თურქეთის ელჩს მურათ ბურხანს. მისი თქმით, საქართველოსა და თურქეთს შორის საერთო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციაზე პროექტი ჯერჯერობით კვლავ ხელმოწერილი არ არის და იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია გაჩერებული. “ინტერპრესნიუსი”
18:29 / 22.07.2013
მეუფე თეოდორე: ,,მინდა მოვუწოდო მრევლს, შეინარჩუნონ სიმშვიდე"
მეუფე თეოდორე: ,,მინდა მოვუწოდო მრევლს, შეინარჩუნონ სიმშვიდე"
მრევლისა და სასულიერო პირების დაპირისპირებას საპატრიარქოს კომისია შეისწავლის. ზესტაფონში, მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში სასულიერო პირებსა და მრევლს შორის დაპირისპირების ფაქტს საპატრიარქოს კომისია შეისწავლის, ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი. “პატრიარქმა და ჩვენ ორივე მხარეს მოვუსმინეთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც ერთ კვირაში ჩავა ადგილზე, შეაგროვებს მასალებს და წარუდგენს პატრიარქს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მინდა მოვუწოდო ყველას, მრევლს, მორწმუნე ადამიანებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ღვთის მადლით დაელოდონ პატრიარქის გადაწყვეტილებას”,- განაცხადა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მრევლის ნაწილი მეუფე ვახტანგის (ახვლედიანი) განკვეთას ითხოვს. ზესტაფონში, ადგილობრივი ეპარქიის წინ მართლმადიდებელმა მრევლმა საპროტესტო აქცია გამართა და მთავარეპისკოპოსის რეზიდენციის კარი აჭედა. აქციის მონაწილეები მეუფეს ეპარქიის ქონების გაფლანგვაში ადანაშაულებენ,საუბარია დაახლოებით მილიონ ლარზე.
13:38 / 22.07.2013
მიხეილ სააკაშვილი - ქართველ ექსპერტებს დაუშვებენ იშხანში, რათა აღდგენაზე იმუშაონ
მიხეილ სააკაშვილი - ქართველ ექსპერტებს დაუშვებენ იშხანში, რათა აღდგენაზე იმუშაონ
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთი საათის წინ ტელეფონით თურქეთის პრემიერ-მინისტრს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს ესაუბრა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ევროპარლამენტარებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, საუბრის დროს მოილაპარაკეს, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, სანამ იურიდიული საკითხები მოწესრიგდება, ქართველ ექსპერტებს დაუშვებენ იშხანში, რათა იმუშაონ აღდგენაზე, ან მინიმუმ აღდგენა უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ ქართველების დასკვნა არ იქნება. “მე შევატყობინე კულტურის სამინისტროს, რომ ისინი უფრო აქტიურად უნდა მუშაობდნენ იურიდიული ფორმების მონახვაზე, იმიტომ რომ, მაგალითად, რაბათში გუმბათის დანგრევა და რაღაც დამახინჯება არ უნდა იყოს მოლაპარაკების საგანი. ნგრევა არ უნდა იყოს მოლაპარკების საგანი, იმდენია ქვეყანაში ასაშენებელი. მე რაც ვნახე, თურქეთის პრემიერ-მინისტრი იყო ძალიან გახნილი, ძალიან კონსტრუქციული, ოღონდ საჭიროა უფრო მეტი მუშაობა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. “ინტერპრესნიუსი”
22:26 / 17.07.2013
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ “წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას” – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II სადღესასწაულო წირვას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შეასრულებს. სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ქრისტეს კვართს მოიხსენიებენ, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.
00:00 / 13.07.2013
საპატრიარქო იშხნის რესტავრაციაში ქართველი სპეციალისტების ჩართვას ითხოვს
საქართველოს საპატრიარქო შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს მიმართავს, დროულად მოხდეს ქართველი სპეციალისტების ჩართვა ტაო-კლარჯეთში, კერძოდ, იშხნის რესტავრაციის პროცესში. ამის შესახებ დღეს სპეციალური განცხადება, კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა გააკეთა. მეუფე თეოდორეს თქმით, რესტავრაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მხოლოდ თურქი სპეციალისტები არიან ჩართულნი.
12:45 / 11.07.2013
მეუფე თეოდორე: "დროულად უნდა მოხდეს ქართველი სპეციალისტების ჩართვა იშხნის რესტავრაციის პროცესში"
მეუფე თეოდორე: "დროულად უნდა მოხდეს ქართველი სპეციალისტების ჩართვა იშხნის რესტავრაციის პროცესში"
საქართველოს საპატრიარქო შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს მიმართავს, დროულად მოხდეს ქართველი სპეციალისტების ჩართვა იშხნის რესტავრაციის პროცესში , – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის, თეოდორე (ჭუაძის) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საპატრიარქოს ინფორმაციით, იშხნის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები ქართველი სპეციალისტების გარეშე მიმდინარეობს. “ა.წ. 6-7 ივლისს, ტაო-კლარჯეთში ყოფნისას და ქართული ეკლესია-მონასტრების მოლოცვისას მოვინახულეთ იშხნის ტაძარიც. სამწუხაროდ, აქ კვლავ სწრაფი ტემპით გრძელდება სარესტავრაციო სამუშაოები და ეს პროცესი ქართველი სპეციალისტების გარეშე მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების მომიზეზებით, ჩვენ არ მოგვცეს ეკლესიაში შესვლის უფლებაც კი და მხოლოდ გარედან მოვახერხეთ დათვალიერება. როგორც ამ ეპარქიის მღვდელმთავარმა, მინდა ვთხოვო შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს, რომ დროულად მოხდეს ქართველი სპეციალისტების ჩართვა იშხნის რესტავრაციაში, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობის დაცვაში და ამასთან, შესაძლო უხეში შეცდომებისაგან დავიცვათ ეს ძეგლი”, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორე (ჭუაძის) განცხადებაში. წყარო “ინტერპრესნიუსი”
11:59 / 10.07.2013
სომხური სამოციქულო ეკლესია ხვალ ვართავარის დღესასწაულს აღნიშნავს
სომხური სამოციქულო ეკლესია ხვალ ვართავარის დღესასწაულს აღნიშნავს
ვართავარის დღესასწაულის აღნიშვნა, ხვალ ახალციხის, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხურ სამოციქულო ტაძარში 11:00 საათიდან, წირვით  დაიწყება, რომელიც ეკლესიის ეზოში წუწაობის რიტუალით გაგრძელდება. სახარების მიხედვით, იესო ქრისტე თავის 12 მოციქულთან ერთად, თაბორის მთაზე ავიდა და ფერი იცვალა. სწორედ ეს დაედო საფუძვლად, წყლის შესხმის ანუ წუწაობის ძველ ტრადიციას. წყლის შესხმით  მორწმუნეები, ერთმანეთს ჯანმრთელობასა და წარმატებას უსურვებენ. წყალი, ამავდროულად, განასახიერებს საღვთო მადლს. ამ დღეს,  ყველა სომეხი ეროვნების წარმომადგენელი უნდა გაიწუწოს. ვართავარის დღესასწაულთან დაკავშირებით, ღონისძიებები დაგეგმილია, ახალციხის ხელოვნურ  ტბაზეც, სადაც მონაწილეობას ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, სომხური ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები და ახალქალაქიდან, სპეციალურად ამ დღისათვის ჩამოსული სტუმრები მიიღებენ.  ღონისძიებას დაესწრებიან,  თბილისიდან მოწვეული  სტუმრები  და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები. გასულ წელს ახალციხეს სპეციალურად ვართავარის დღესასწაულისათვის, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ტრადიციული დღესასწაულის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო.
19:31 / 06.07.2013
ანთიმოზობას უდეში ათი მიტროპოლიტი დაესწრო
10 მიტროპოლიტი და ანთიმოზობა სოფელ უდეში.  ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე ადიგენის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებულად აღინიშნა. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტის გარდა სინოდის 9 წევრი დაესწრო. დღესვე უდეში ანთიმოზ ივერიელის სახელობის მამათა მონასტერი გაიხსნა.
12:27 / 27.06.2013
უდეში ანთიმოზობას ქვეყნის 9   მიტროპოლიტი ესწრება
უდეში ანთიმოზობას ქვეყნის 9 მიტროპოლიტი ესწრება
ანთიმოზობასა უდის ტაძარში 9 მიტროპოლიტი ესწრება. ამ წუთებში, უდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს ზეიმობენ. სადღესასწაულო წირვა–ლოცვას  ქვეყნის  9  მიტროპოლიტი ესწრება. საზეიმო ლიტურგიას მოგვიანებით კიდევ ერთი, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე შეუერთდება. დღესასწაულს სოფელ უდეში სათავე 2005 წელს, რუმინეთის საელჩოს ინიციატივით დაედო. უკანასკნელ ხანს მოძიებული მასალებით დადგინდა, რომ იგი მესხეთის, კერძოდ სოფელ უდის მკვიდრი იყო. უდეში, ანთიმოზობის დღესასწაულს ესწრება ,,ექოს“ გადამღები ჯგუფიც. დეტალებს დღის მთავარ გამოშვებაში, 21:30 საათზე შემოგთავაზებთ.
12:57 / 26.06.2013
ხვალ უდეში ანთიმოზობას იზეიმებენ
ხვალ უდეში ანთიმოზობას იზეიმებენ
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში ხვალ ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს იზეიმებენ. ამ დღესასწაულს ადგილობრივები ცნობილი საეკლესიო და საერო მოღვაწის, როგორც ამ სოფლის მკვიდრის ხსოვნის პატივსაცემად აღნიშნავენ. ყოველი წლის 26 ივნისს, დღესასწაულის სოფელ უდეში ზეიმს, სათავე 2005 წელს რუმინეთის საელჩოს ინიციატივით დაედო. სწორედ რუმინეთში უკანასკნელ ხანს მოძიებული მასალებით დადგინდა, რომ იგი მესხეთის, კერძოდ სოფელ უდის მკვიდრი იყო. ისტორიული ცნობებით, საქართველოდან გატაცებული და კონსტანტინოპოლს მონად გაყიდული ანთიმოზი ვლახეთში მოხვდა, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოდ იქცა. ვლახეთში მან მრავალმხრივი მოღვაწეობა დაიწყო. ანთიმოზ ივერიელის, როგორც მესტამბის, პირველი ნაბიჯები ბუქარესტის სტამბასთანაა დაკავშირებული, სადაც მან 1691 წელს პირველი წიგნი დაბეჭდა. სასტამბო მოღვაწეობასთან ერთად, ანთიმოზ ივერიელს რუმინული სალიტერატურო ენის განვითარების საკითხში დიდი წვლილი მიუძღვის. ამავე საქმეს ემსახურებოდა მისი მოთხოვნა – მღვდელმსახურება რუმინულ ენაზე აღსრულებულიყო. 1694 წელს იგი სნაგოვოს მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. დიდია ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი ქართული სტამბის დაარსებაშიც. თბილისში სტამბას საფუძველი მისმა მოწაფემ მიხაილ იშტვანოვიჩმა ჩაუყარა. 1709 წელს ამ სტამბაში სახარება დაიბეჭდა. ანთიმოზი, როგორც პოლიტიკური მოღვაწე, რუმინეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. ხალხს ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებდა. რადიკალურმა კურსმა მთავართან დააპირისპირა, რასაც წმინდანისთვის სასულიერო ღირსების აყრა მოჰყვა. სინას მთისკენ მიმავალი თურქმა ჯარისკაცებმა ანთიმოზი გზაში მოკლეს და მისი წმინდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს. 1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 27 სექტემბერი, წმიდანის გარდაცვალების დღე, დააწესა. ქართული ეკლესია მის ხსენებას 26 ივნისს აღნიშნავს.  
22:02 / 25.06.2013
მეუფე თეოდორე: ,,არ მეგონა ასეთი ქართული სული თუ იტრიალებდა"
24 ივნისს ვალის სამრევლო სკოლის აღსაზრდელებმა, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორესადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. საღამოზე, მონაწილეებმა პარტიარქის ცხოვრების დეტალები წარმოადგინეს და მის მიერ დაწერილი საგალობლები შეასრულეს. კონცერტი ვალის კულტურის სახლში მოეწყო და მას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, მეუფე თეოდორე და სასულიერო პირები დაესწრნენ. http://www.youtube.com/watch?v=c7oomlZdW
19:07 / 25.06.2013
სულთმოფენობის დღესასწაული ახალციხეში
დღეს მართლმადიდებლურმა სამყარომ სულთმოფენობის დღესასწაული აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით ისევე, როგორც მთელს საქართველოში, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ახალციხეში მოქმედ ტაძრებშიც აღევლინა. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში საზეიმო ლიტურგია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა. მეუფე თეოდორემ, მრევლს დღესასწაული მიულოცა და სულთმოფენობის მადლზე იქადაგა. ტრადიციულად, ამ დღეს, მართლმადიდებლური ტაძრები ყვავილებითა და ფოთლებით ირთვება, ძირს კი ბალახს აფენენ.
18:59 / 23.06.2013
კვირაცხოვლობა ანუ აღდგომის განახლება ახალციხეშიც აღნიშნეს
მართლმადიდებელმა ეკლესიამ დღეს კვირაცხოვლობა ანუ აღდგომის განახლება და თომას კვირა აღნიშნა. ასევე, იზეიმა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღე. დღესასწაულებთან დაკავშირებით, რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა–ლოცვა მღვდელმსახურმა ნიკოლოზმა აღავლინა.
21:27 / 12.05.2013
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activatecasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기matadorbetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobet스마일퀄리티holiganbetmatadorbetmatadorbetjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetmegapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetbetpascasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginnerobet girişsekabetjojobetcasibomcasibomcasibom girişbets10jojobetbetpassahabetumzugsfirma wiengrandpashabethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9018Casibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahiskralbetjojobetultrabet girişalanya escortJojobetcasibompusulabetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotultrabetdeneme bonusu veren siteler 2026все казиноcasibom giriş1xbet girişbetpastipobetPadişahbetbets10sekabet girişmarsbahisextrabetjojobet girişjojobet girişiptv satın aljojobet girişgrandpashabetmatbetvdcasinoslotdayjojobetjojobetmeritkingmatbetbetpark twitterbetpasbetpassekabetJojobetmagic mushroomscratosroyalbettaraftarium24betasus girişjojobetStreameastkiralık hackerbetpaselexbetcasibomcasibomvdcasinomp3 juicematbetTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomalobet