დღეიდან ასპინძაში კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძარი ამოქმედდა,
რომელიც სავარაუდოდ მე–7 მე–9 საუკუნეების პერიოდს განეკუთვნება.
ახლად აღდგენილ ბაზილიკური სტილის ეკლესიაში წირვა–ლოცვა ახალციხისა
და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა. წლების განმავლობაში
დანგრეული ტაძარი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს
დაფინანსებითა და ადგილობრივების შემოწირულობებით აღდგა.
ახალციხეში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა და დევნილმა პირებმა
სააღდგომო საჩუქრები მიიღეს. 222 ოჯახს დღეს სურსათის პაკეტი გადაეცა.
აღნიშნული აქცია ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით
მოეწყო.
მართლმადიდებლურმა სამყარომ 5 მაისს უფლის აღდგომის ბრწყინვალე
დღესასწაული იზეიმა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქმედ ყველა
მართლმადიდებლურ ეკლესიაში ღამისთევის მსახურება შესრულდა. აღდგომის
დღესასწაული იზეიმეს ახალციხეშიც. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის
ტაძარში მრევლი სააღდგომო ლიტანიობას დაესწრო და სრულიად საქართველოს
კათოლიკოს პარტიარქის, ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლეს გაეცნო. მასში
პატრიარქი ხელისუფლებასა და მორწმუნეებს აბორტის აკრძალვას მოუწოდებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძარის
მშენებლობა დაიწყო. სოფელ ღრელში ეკლესიის საძირკველი დღეს ახალციხისა
და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აკურთხა.
ადგილობრივების ინიციატივით, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის
ტაძარი სოფლის შესასვლელში აშენდება.
7 აპრილს მართმადიდებლურმა ეკლესიამ ხარების ბრწყინვალე დღესასწაული
იზეიმა. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა–ლოცვა
აღევლინა. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელს კაცობრიობას
ეუწყა, რომ უფალმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო
ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა
გადაწყვიტა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს ახარა, რომ
მისგან კაცობრიობის გადამრჩენი ძე ღვთისა იშვებოდა. ახალციხისა და
ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ სადღესასწაულო წირვა რაბათის
წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში აღავლინა. მეუფემ ლოცვის დასასრულს
მრევლს დღესასწაული მიულოცა და მის მნიშველობაზეც ესაუბრა. ხარების
დღესასწაული შვიდ საუფლო დღესასწაულს შორისაა. მართმადიდებლური
სამყარო დღესასწაულს ყოველი წლის 7 აპრილს აღნიშნავს. ხარების
დღესასწაულთან ერთად ქართული სამოციქულო ეკლესია ჯვრის თაყვანისცემის
დღესაც აღნიშნავს. მეუფე თეოდორემ ქადაგევბისას ჯვრის ძალაზეც ისაუბრა
და მორწმუნეებს საკუთარი ჯვრის ღირსეულად ზიდვისკენ მოუწოდა. ამ დღეს
მარხულთათვის თევზით ხსნილია. ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულს
ქართული ეკლესია ყოველთვის დიდი მარხვის მესამე კვირას აღნიშნავს.
მაცხოვრის აღდგომა იზეიმა სომხურმა სამოციქულო ეკლესიამაც.
ორმოცდღიანი მძიმე მარხვის შემდეგ, ეს დღე მორწმუნეებმა
განსაკუთრებულად აღნიშნეს. სომხურ სამოციქულო ეკლესიაში სააღდგომო
ლიტურგია შესრულდა.
ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მაცხოვრის მკვდრეთით
აღდგომა საქართველოში მცხოვრებმა კათოლიკე ქრისტიანებმაც იზეიმეს.
ახალციხეში, რაბათის უბანში ახლად გახსნილ ტაძარში სადღესასწაულო მესა
და ღამისთევის ღვთისმსახურება აღესრულა.
კათოლიკურმა სამყარომ და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დღეს ბზობის
ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმეს. იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას
მორწმუნებიი ტაძრებში შეხვდნენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძრის
მშენებლობა დაიწყო. სოფელ ანში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის
საძირკველი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა
თეოდორემ აკურთხა.
19 მარტს კათოლიკური სამყარო წმინდა იოსების ხსენების დღეს აღნიშნავს.
საზეიმო წირვა არლის წმინდა იოსების სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში
აღევლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელს ამიერკავკასიის ლათინ
კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსი სასულიერო პირებთან ერთად
ესტუმრა.
დიდმარხვა დაიწყო – მართმადიდებლური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე
დღესასწაულისთვის ემზადება. მარხვების პერიოდში ეკლესია
მრევლს ლოცვების გაძლიერებასა და ტაძარში სიარულისაკენ
მოუწოდებს. ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე კი ერთადერთია
მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც თითოეული ქრისტიანი განსაკუთრებული
სინანულითა და სულიერი განწმენდის სურვილით ხვდება. მორწმუნეები
ამ დღეს ერთმანეთს შენდობას თხოვენ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში მართმადიდებლური ტაძარი
აშენდება. ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ
სალოცავს საძირკველი დღეს ჩაუყარა. შოთა რუსთაველის მშობლიურ სოფელში
ტაძარი მხოლოდ საუკუნეების წინ ფუნქციონირებდა.
რომის პაპი თანამდებობას ტოვებს. კათოლიკური სამყაროს წინამძღვარი
საკუთარ მოვალეობის შესრულებას 28 თებერვლამდე შეასრულებს.
ბენედიქტე მეთექვსმეტე სამწყსოს 8 წლის განმავლობაშო ხელმძღვანელობდა.
მან პაპის რანგში საბოლოო წირვა უკვე აღასრულა. რა სახელდება პაპის
გადაწყვეტილების მიზეზად და რას ფიქრობენ საკითხთან დაკავშირებით
მესხი კათოლიკე მორწმუნეები.
15 თებერვალს მართლმადიდებელმა სამყარომ უფლის მირქმის დღესასწაული
აღნიშნა. ეს დღე იზეიმეს ახალციხელებმაც, რომლებიც რაბათის წმინდა
მარინეს სახელობის ტაძარში შეიკრიბნენ. საზეიმო წირვა–ლოცვა
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.