სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი თანამდებობას ტოვებს და სომხეთში ბრუნდება. ამის შესახებ ეპისკოპოსმა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ახალდანიშნული არქიმანდრიტის წარდგენისას განაცხადა. „მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ ვბრუნდები სომხეთში, და სასულიერო მოღავწეობას გავარგძელებ ეჩმიაძინში.ეს ჩემი უკანასკნელი ოფიციალური ვიზიტია სამცხე– ჯავახეთში", – განაცხადა ვაზგენ მირზახანიანმა.