ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ვალე“, 10 კილოგრამი არადეკლარირებული ოქროს
საიუველირო ნაკეთობები ამოიღეს.
დეკლარირებას ქვემდებარე, საქართველოში კანონდარღვევით შემოტანილი საქონელი სომხეთის მოქალაქის ა.ჰ-ს მანქანაში იქნა აღმოჩენილი.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ინფორმაციას და ფოტოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.