გაბრიელ მკრტიჩიანს კიდევ ერთი სახლი დაუწვეს
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის წინააღმდეგ მოსახლეობა შურისძიებას აგრძელებს.
ამჯერად ცეცხლი გაბრიელ მკრტჩიანის კიდევ ერთ სახლს სოფელ ასფარაში დაახლოებით 16:30 წთ-ზე წაუკიდეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ნინოწმინდაში, ფოკას მეზობლად მდებარე სოფელ ასფარაში, ბრალდებულის საკუთრებაში არსებულ სახლს ცეცხლი დღეს, ხუთ დეკემბერს, დაახლოებით, 16:30 საათზე წაუკიდეს.
ფოკაში, სამ დეკემბერს 33 წლის კაცი, თანაკლასელმა მოკლა. გარდაცვლილს სამი ტყვია მუცელში, ერთი კი თავში აქვს მორტყმული. პოლიციამ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ამავე დღეს, მომხდარიდან ერთ საათში დააკავა. პოლიცია ამ ფაქტს მკვლელობის მუხლით იძიებს.
მკვლეობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, დღეს, ხუთ დეკემბერს შეეფარდა.