ყვიბისის ტყეში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის მკვიდრის, 21 წლის ს.ლ-ს ცხედარი ახლობლებმა ტყეში იპოვეს.
მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ტყეში იყო წასული. ახლობლები ვარაუდობენ, რომ ბიჭი ცხენიდან გადმოვარდა, გონება დაკარგა და გაიყინა.
რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის სიკვდილის მიზეზი - ამას სამართალდამცველები დაადგენენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.