ახალგაზრდა ქალმა თვითმკვლელობა სცადა
ახალციხეში, მდინარე ფოცხოვში, ახალგაზრდა ქალმა თვითმკვლელობა სცადა.
ხაშურის მკვიდრი ფ.ლ. ხიდიდან გადახტა, თუმცა მედიკოსების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.
TV9NEWS.GE -ს ინფორმაციით, თვითმკვლელობა ორმა მათგანმა სცადა, თუმცა წყალში მხოლოდ ერთი გადახტა. მეორე მათგანი თავდაპირველად ფ.ლ.-ს დაკავებას ცდილობდა. ქალები ერთმანეთის ნათესავები არიან. ერთი მათგანი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მეორე, დაკითხვაზე, საპატრულო პოლიციაში იმყოფება.