ქვირითობისას აკრძალული საშუალებებით თევზჭერაზე კანონი გამკაცრდა
1 მაისიდან 1 სექტემბრამდე, ქვირითობის პერიოდში აკრძალული საშუალებებით თევზჭერაზე სასჯელი გამკაცრდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქმედება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გამოიწვევს.
აკრძალული საშუალებებია :
• ელექტროდენი
• ელექტროშოკური აპარატი
• სახლართი ბადე (ეკრანბადე)
• მოსასმელი ბადე
• არასპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის ბადე-იარაღები
• ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებები
სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებილია მთელი წლის განმავლობაში.