31 წლის გ.გ. მშობლიურ სოფელ მლაშეში 20 მაისს, გამთენიისას გადმოასვენეს.
ის ავტოავარიის შედეგად თბილისში, სოფელ ნორიოსთან გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციამ სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
უწყების განმარტებით, იმის გამო, რომ ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე არ გარდაცვლილა, გამოძიება ამ მუხლით დაწყო და შემდეგ გადაკვალიფიცირდება.