კარწახში ფერმის დარაჯი სცემეს და საქონელი გაიტაცეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში ადგილობრივის ფერმას თავს ფორმიანი მამაკაცები დაესხნენ, დარაჯი სცემეს და 32 სული საქონელი გაიტაცეს.
ინფორმაციას jnews.ge ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფერმის დარაჯი სარგის გასპარიანი ყაჩაღებმა იარაღის კონდახით სცემეს, პირი აუკრეს და ხელები გაუკოჭეს.
შემთხვევა 19 მაისს, გვიან ღამით მოხდა. დაზარალებულის თქმით, ყაჩაღები თურქულად ელაპარაკებოდნენ და ტელეფონს სთხოვდნენ. მომხდაროს შესახებ ფერმის მეპატრონეს მას შემდეგ შეატყობინა, როცა საქონელი გაიტაცეს და წავიდნენ.
შსს-ში ამბობენ, რომ ნაყაჩაღარი დამნაშავეებმა მიატოვეს და პოლიციამ იპოვა. პირუტყვი სრულად დაუბრუნდა მეპატრონეს, უცნობი პირები კი მიმალვაში არიან.
გამოძიება თურქულ მხარესთან თანამშრომლობით სსკ-ის 179 მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, სასაზღვრო სექტორი მწვანე ზოლია და მაქსიმალურად დაცულია უსაფრთხოების ნორმები.