ახალქალაქის შესასვლელთან ტრაილერია გადაბრუნებული. ავტომობილში ორი პირი იჯდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა.
მძღოლის თქმით, მოსახვევში საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ნაწვიმარ გზაზე მოცურდა და გადაბრუნდა.
შსს-ში ამბობენ, რომ ტრაილერის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა.