საქართველოს პროკურატურამ 2018 წელს გაწეული
საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.
დოკუმენტი ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს და პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს.
ანგარიშის ერთ-ერთი თავი ოჯახურ დანაშაულს ეხება.
2018 წელს, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, დევნა დაიწყო 3 955 პირის მიმართ, რაც გასულ წელთან შედარებით 99%-იანი ზრდის მაჩვენებელია.
გაზრდილია პროკურორთა მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. კერძოდ, სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობებიდან, 2018 წელს პატიმრობა მოთხოვნილი იქნა 91%-ის მიმართ, რაც 2017 წელთან მიმართებაში ზრდის მაჩვენებელია.
შემცირდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მაჩვენებელი. 2018 წელს საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ოჯახური დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა 12%-ის მიმართ, რაც 2017 წელთან შედარებით ნაკლებია.