ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავარიისას არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ორი ავტომობილი. ერთმანეთს "მიცუბიშის" და "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ და გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე შევარდნენ.
შსს-ში ამბობენ, რომ სამართალდამრღვევი მძღოლი გამოვლინდება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაჯარიმდება.