პაატა ნათენაძის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია "ზუმერი" გაქურდეს. ჩამსხვრეულია კარის მინა, პოლიციამ მუშაობა უკვე დაასრულა, ადგილზე მუშები არიან, რომლებიც დაზიანებულ კარს აკეთებენ და ტერიტორიას ასუფთავებენ. მენეჯერის თქმით, წაღებულია ნივთები, თუმცა მათ ზუსტ რაოდენობას ჯერ ვერ ადგენენ. შემთხვევა დაახლოებით, ღამის 3-ის ნახევრიდან სამ საათამდე პერიოდში მოხდა. მენეჯერი გვიყვება, რომ სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, ადგილზე დაცვის და კრიმინალური პოლიცია მივიდა, თუმცა ტექნიკის გატანა მაინც შეძლეს.