სამართალი
ახალციხეში მანქანა დაიწვა
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე რუბიკ საფარიანის ავტომობილი "ოპელ ვექტრა" დაიწვა. შემთხვევა დაახლოებით, 40 წუთის წინ მოხდა. მეპატრონე გვიყვება, რომ ბაზრიდან მოდიოდა, როცა მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ავტომობილში ცოლ-ქმარი იჯდა, რომლებმაც გადმოსვლა მოასწრეს.
„მანქანას არაფერი არ ჭირდა. სავარაუდოდ, ელექტროობას გაუჩნდა ცეცხლი“,- ამბობენ თვითმხილველები.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
გააზიარეთ :