სამართალი
"სამართალი არ არსებობს" - სასამართლომ გათავისუფლებული პედაგოგის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ თემურ ხუციშვილის სამოქალაქო სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა სარეზოლუციო ნაწილი დღეს, 24 სექტემბერს გამოაცხადა. მასწავლებლის საჩივარი, რომელიც მეხუთე სკოლაში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას გულისხმობდა, არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე მხარისთვის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. თემურ ხუციშვილი გადაწყვეტილების შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას არ აპირებს.
,,როცა მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა მივხვდი, რომ სამართალი არ არსებობს, ავდექი და წამოვედი. კლანი იღებს გადაწყვეტილებას და სააპელაციოში გასაჩივრებას რა აზრი აქვს? ვისთან გავასაჩივრო? ხარჯებიც არ მაქვს ამდენი“, - გვითხრა თემურ ხუციშვილმა.
კომენტარი არც მოპასუხე მხარემ გააკეთა. მეხუთე სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ ტელეფონი გაგვითიშა. „ასეთი მოლოდინიც გვქონდა, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ“.
თემურ ხუციშვილს სკოლა, მეხუთე კლასში მომხდარი ინციდენტის გამო, 2018 წლის 28 დეკემბერს დაატოვებინეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ს 126 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს. იმის გამო, რომ საქმე დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა, ძიება შეწყდა, რის შემდეგაც ხუციშვილმა სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზრაურების მოთხოვნით, სკოლის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.
როგორ მიმდინარეობდა თემურ ხუციშვილის სამოქალაქო სარჩელის განხილვა, ნახეთ აქ:
თემურ ხუციშვილის სასამართლოზე მოწმეები არ გამოცხადდნენ
გააზიარეთ :