სამართალი
ნინოწმინდაში მამაკაცს და საქონელს სავარაუდოდ, მეხი დაეცა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან, მთებში, ქართველმა მესაზღვრეებმა მამაკაცი გარდაცვლილი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კი დახოცილი იპოვეს. შემთხვევა 19 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. პირველადი ინფორმაციით, მწყემსს მეხი დაეცა.
ნინოწმინდის მერის თქმით. მამაკაცი ადგილობრივი არ არის. მას სხვა რეგიონიდან საქონელი საზაფხულო იალაღებზე ჰყავდა ჩამოყვანილი.
"ადგილობრივი რომ არ არის, ბევრი დეტალი არ ვიცით. იქ დაუსახლებელი ადგილია, ამიტომ ვერავინ გაიგებდა. ისევ მესაზღვრეებმა იპოვეს. არ ვიცით რამდენი სული ჰყავდა ჩამოყვანილი და აქედან რამდენია დახოცილი. ისიც არ ვიცით, როგორ მოხდა, რომ მამაკაციც გარდაიცვალა და პირუტყვიც", - გვითხრა ანივარდ მოსოიანმა.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გააზიარეთ :