სამართალი
ფარეხასთან მანქანა არხში გადავარდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე. ფარეხასთან TOYOTA-ს მარკი მსუბუქი ავტომობილი არხში გადავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"დიდი მანქანა მოდიოდა, იმას გაჰკრა გვერდი, მოცურდა და გადავარდა. გზის ნაპირზე ბოძი იდგა, იმას დაეჯახა და მოგლიჯა", - გვითხრეს თვითმხილველებმა.
შსს-ში ამბობენ, რომ შემთხვევა ადმინისტრაციული სამართალდარღევაა, ამიტომ 250 ლარით მსუბუქი ვტომობილის მძღოლი დაჯარიმდა.
გააზიარეთ :