ადიგენის სოფელ ვარხანში რ.მ.-ს სახლში გაჩენილ ხანძარს 54 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ცეცხლი ადიგენის მუნიციპალიტეტში, 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი სოფელში მარტო ცხოვრობდა. ,,პატარა ფიცრული სახლი ჰქონდა, ცეცხლი ალბათ სიგარეტის ნამწვით გაჩნდა. უცებ აალდა, დენიც არ ჰქონია სახლში. უწყინარი, კარგი ადამიანი იყო. კარგი ცოლ-შვილი ჰყავს, მაგრამ არ ჩერდებოდა მათთან. აბასთუმანში წაიყვანდა შვილი და მაინც ვარხანში ბრუნდებოდა," - ამბობენ სოფელში.
შემთხვევის ადგილზე ადიგენის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობდა. ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხერხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ–ის 187 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.