დეპუტატ ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფასა და მუქარაში ბრალდებულმა, ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. ვახტანგ რობაქიძემ 7 000 ლარის ოდენობით, სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიებად განსაზღვრული გირაო გადაიხადა და სახლში გაემგზავრა.
"ოჯახის წევრებმა შეიტანეს გირაოს თანხა. საპატიმრო უკვე დატოვა და სახლში წავიდა", - გვითხრა ადვოკატმა როლანდ შონიამ .
ვახტანგ რობაქიძის აღკვეთის ღონისძიებაზე ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს იმსჯელეს. მას დეპუტატ ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფა და მუქარა ედება ბრალად.