სამართალი
მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა
თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა, მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მუშები კორპუსის გარე ფასადის სამუშაოებს ასრულებდნენ.
შემთხვევის შედეგად დაშავებული პირი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართ ლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
გააზიარეთ :