ახალქალაქში, ქორწილის დროს მომხდარ ინციდენტში მონაწილეებს, პატიმრობა შეეფარდათ
ქორწილში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ახალქალაქის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 2 პირი - 1991 წელს დაბადებული ს.ს. და 1991 წელს დაბადებული ს.ს. ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ახალქალაქში, პირადი კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენეს 1990 წელს დაბადებულ აღვან არუთუნიანს და 1996 წელს დაბადებულ მარტინ ქევნაქზიანს - ორივე მათგანს გულის ტრამვა აქვს გამჭოლი ჭრილობებით.
შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვთ 21 წლის სერგეი ავეტისიანს, რომელსაც ტრავმატოლოგიური და ქირურგიული ტრამვები აღენიშნება.
რაც შეეხება 1992 წელს დაბადებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს - ა.ა.-ს მას დანარჩენებთან შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვს.