სამართალი
ასპინძაში მოპედით დაშავებული მეორე მოზარდიც გარდაიცვალა
ასპინძაში მომხდარი ავარიის შედეგად მოპედზე მსხდომი ორი მეშვიდეკლასელიდან მეორე მათგანიც გარდაიცვალა.
ლ.მ.-ს, სავარაუდოდ ხვალ, 17 თებერვალს, გადმოსვენებენ.
ავარიიდან მეოთხე დღეს, 29 დეკემბერს, თ.ნ. გარდაიცვალა.
ერთ მათგანს ოპერაცია ასპინძაში ჩაუტარდა, ხოლო მეორე კატასტროფის მანქანით მაშინვე თბილისში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა ასპინძაში, 25 დეკემბერს მოხდა.
ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
გააზიარეთ :