ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულისა და ადვოკატის
გამოუცხადებლობის გამო, შალვა აბულაძის პროცესი 18 დეკემბრამდე
გადაიდო. მოსამართლის განმარტებით, ორი პოლიციელის მკვლელობაში
ბრალდებული სხდომაზე დასწრებაზე ისევ უარს აცხადებს. თუმცა, რატომ არ
ესწრება პროცესს აბულაძის ადვოკატი, გოჩა ჯეირანაშვილისთვის
უცნობია. ამიტომ მან ბრალდებულს კვლავ სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა.
დღესვე მოსამართლემ პროცესზე აბულაძის მიერ გამოგზავნილი
განცხადებიდან, სახელწოდებით „18 უარი“, სხდომაზე
გამოუცხადებლობის ერთ–ერთი მიზეზი წაიკითხა, სადაც ბრალდებული საკუთარ
ადვოკატს უნდობლობას უცხადებს. შალვა აბულაძე განმარტავს,
რომ ხაჭაპურიძე იმ პარტიის წევრია, რომელიც მას ასამართლებს.
ადვოკატის განცხადებით, სხდომაზე მისი დაცვის ქვეშ
მყოფის უნდობლობის გამო არ გამმოცხადდა. მისივე თქმით,
არც მომდევნო სხდომებს დაესწრება. დასკვნით სიტყვას კი სასამართლოს
წერილობით გადასცემს. დღევანდელ სხდომაზე სასამართლო დარბაზში
იმყოფებოდნენ დაჭრილი პოლიციელი გიორგი მახარაშვილი და
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს 30–მდე თანამშრომელი.
შეგახსენებთ, რომ ორი პოლიციელის მკვლელობაში, ორი მათგანის
მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებაში
ბრალდებულის საქმე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა.
განაჩენის გამოტანამდე დარჩენილია დაცვის მხარის სიტყვა და რეპლიკები.
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულისა და ადვოკატის
გამოუცხადებლობის გამო, შალვა აბულაძის პროცესი 18 დეკემბრამდე
გადაიდო. მოსამართლის განმარტებით, ორი პოლიციელის მკვლელობაში
ბრალდებული სხდომაზე დასწრებაზე ისევ უარს აცხადებს. თუმცა, რატომ არ
ესწრება პროცესს აბულაძის ადვოკატი, გოჩა ჯეირანაშვილისთვის
უცნობია. ამიტომ მან ბრალდებულს კვლავ სახაზინო ადვოკატი
დაუნიშნა.
დღესვე მოსამართლემ პროცესზე აბულაძის მიერ გამოგზავნილი
განცხადებიდან, სახელწოდებით „18 უარი“, სხდომაზე
გამოუცხადებლობის ერთ–ერთი მიზეზი წაიკითხა, სადაც ბრალდებული საკუთარ
ადვოკატს უნდობლობას უცხადებს. შალვა აბულაძე განმარტავს,
რომ ხაჭაპურიძე იმ პარტიის წევრია, რომელიც მას ასამართლებს.
ადვოკატის განცხადებით, სხდომაზე მისი დაცვის
ქვეშ მყოფის უნდობლობის გამო არ გამმოცხადდა. მისივე
თქმით, არც მომდევნო სხდომებს დაესწრება. დასკვნით სიტყვას კი
სასამართლოს წერილობით გადასცემს.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლო დარბაზში იმყოფებოდნენ დაჭრილი
პოლიციელი გიორგი მახარაშვილი და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო
მთავარი სამმართველოს 30–მდე თანამშრომელი.
შეგახსენებთ, რომ ორი პოლიციელის მკვლელობაში, ორი მათგანის
მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებაში
ბრალდებულის საქმე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა.
განაჩენის გამოტანამდე დარჩენილია დაცვის მხარის სიტყვა და
რეპლიკები.