გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის
სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი
გამოავლინეს. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ საღრძის მიმდებარედ
ნანახი იქნა მორები, რომელთა საერთო რაოდენობამ 51
ერთეული შეადგინა. ამ დროისთვის სამართალდამრღვევების ვინაობა
უცნობია. გარდაა ამისა სამმართველოს თანამშრომლებმა საღრძის
მიმდებარედ, ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების ფაქტი
გამოავლინეს. გადამოწმების მიზნით გაჩერებული სატვირთო ავტომანქანის
ძარაზე უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი აღმოაჩინეს. აღნიშნული
სატრანსპორტო საშუალება დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმი. ასევე,
სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ
წაღვერში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ მოქმედი
სახერხი საამქრო აღმოაჩინეს. სახერხის ტერიტორიაზე ნანახი იქნა
უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი და პირველადი გადამუშავების
პროდუქტი – ფიცარი. აღნიშნული სახერხი დალუქეს და ფინანსთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაიტანეს.
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს
თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ საღრძის მიმდებარედ ნანახი იქნა
მორები, რომელთა საერთო რაოდენობამ 51
ერთეული შეადგინა.
ამ დროისთვის სამართალდამრღვევების ვინაობა უცნობია.
გარდაა ამისა სამმართველოს თანამშრომლებმა საღრძის
მიმდებარედ, ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების ფაქტი
გამოავლინეს.
გადამოწმების მიზნით გაჩერებული სატვირთო ავტომანქანის ძარაზე
უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი აღმოაჩინეს.
აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება დაილუქა. შედგა შესაბამისი
ოქმი.
ასევე, სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომის
მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვერში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის
ეზოში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო აღმოაჩინეს.
სახერხის ტერიტორიაზე ნანახი იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი
მორი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი.
აღნიშნული სახერხი დალუქეს და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოში გადაიტანეს.