რევაზ მერაბიშვილი და გიორგი ქასრაშვილი, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ მხოლოდ ერთი მუხლით ცნო. სამსახურეობრივი გულგრილობისთვის ისინი 1 700 ლარით დაჯარიმდნენ. გოჩა ჯეირანაშვილმა გამგეობის ყოფილი თანამშრომლები, ორი მუხლით, რომელიც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და სიყალბეს გულისხმობს, უდანაშაულოდ ცნო.
სხდომას არ ესწრებოდა მსჯავრდებულების ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ ცნობდნენ, ერთ– ერთმა მათგანმა გიორგი ქასრაშვილმა ,,მე–9 არხთან” განაცხადა, რომ ასეთ განაჩენს არ ელოდა. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, გასაჩივრდება თუ არა მოსამართლის გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს გიორგი ქასრაშვილსა და რევაზ მერაბიშვილს, ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურეობრივი სიყალბე და დიდი ოდენობით თანხის მითვისება ედებოდათ.
|