SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
სამართალი
საგანგებო მდგომარეობის აკრძალვების გაუქმების მოთხოვნით, "გირჩი" საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის
მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული კარანტინის გამო გადაადგილების უფლების შეზუდვა;
• სამზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა საჯარო სივრცეში;
• ერთ ავტომობილში სამზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვა და წინ, მძღოლის გვერდით ჯდომა;
• ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა.

ეს ის საკითხებია, რომლებსაც "გირჩი", 13 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. პარტიის წევრი, იურისტი ლევან ჯგერენაია ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს შემოღებული ეს შეზღუდვები არაკონსტიტუციური და არაგონივრულია და მათი ნაწილი მიმოსვლის თავისუფლებას, ნაწილი კი თავისუფალი განვითარების უფლებას ეწინააღმდეგება, რაც ადამიანს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.

„ამ შეზღუდვებს არაფერი აქვს საერთო ვირუსის გავრცელების პრევენციასთან და სინამდვილეში ის სპექტაკლია, რომელიც საარჩევნოდ მოაწყო ხელისუფლებამ“, - აცხადებს იურისტი. 

მისივე თქმით, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის არსისა და შინაარსისა, შეზღუდვები არ შეიძლება იყოს ყოვლისმომცველი და მათ რაციონალური ახსნა უნდა ჰქონდეს. ჯგერენაიას აზრით, შეზღუდვებისთვის საჭიროა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი, რაც ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ჯანდაცვა შეიძლება იყოს და აუცილებლად უნდა იყოს დაცული პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპი, რისი ვალდებულებაც აქვს სახელმწიფოს.

ხელისუფლების მიერ გამოყენებული ზომები არაგონივრულია და მოკლებულია საღ აზრის. მაგალითად, ოჯახის წევრებს, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, ერთ ჭერქვეშ, ერთად სადილობენ, ვუკრძალავთ საჯარო სივრცეში ერთად შეკრებას და გადაადგილებასაც კი.
თუ ხელისუფლება თვლის, რომ საჯარო, ღია სივრცეში სამ ადამიანზე მეტის შეკრება აუცილებლად საფრთხის შემცველია, მაშინ ის მით უმეტეს საფრთხის შემცელია სახლში, გადახურულ სივრცეში და ხომ არ შევუვარდებით ოჯახებში ადამიანებს და განვაცალკევებთ ერთმანეთისგან?
საქართველოში ოჯახში საშუალოდ 3.7 ადამიანი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შეზღუდვა უამრავ ოჯახს შეიძლება შეეხოს
“ - ამბობს ჯგერენაია.

მისივე თქმით, დაუსაბუთებელია, რატომ არის ავტომობილში წინ ჯდომა საფრთხისშემცველი, როცა უკან ორი ადამიანის ჯდომა არ ითვლება ასეთად ან საღამოს გადაადგილებას რა კავშირი აქვს ვირუსის გავრცელებასთან.
ერთ-ერთი მოსარჩელე, ვისი სახელითაც „გირჩს“ სარჩელი შეაქვს, სწორედ იმის გამო დააჯარიმეს, რომ მანქანაში საკუთარი შვილი გვერდით ეჯდა. მძღოლი სამი ათასი ლარით დააჯარიმეს მიუხედავად იმისა, რომ გვერდით მჯდომი შვილი მასთან ერთად, ერთ სახლში ცხოვრობს.

საგანგებო მდგომარეობა არ აძლევს ხელისუფლებას იმის უფლებას, რომ სრულად გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და უგულებელყოს ადამიანების კონსტიტუციით დაცული უფლებები.
ნებისმიერი შეზღუდვა, რომელსაც ხელისუფლება იყენებს უნდა იყოს იმ ლეგიტიმური მიზნის პროპორციული, რომლის მისაღწევადაც გამოიყენება. ასევე, უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და აღწევდეს დასახულ მიზანს.
თუ შემზღუდავი წესების ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ის არაკონსტიტუციურია, რაც არაერთხელ უთქვამს საკონსტიტუციო სასამართლოს
“ - აცხადებს ჯგერენაია.

თეკლა დავითულიანიც ერთ-ერთია ვისი საქმეც „გირჩის“ მიერ მომზადებულ სარჩელშია - ის ამბროლაურში, სამ კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრის წესის დარღვევისთვის, 3 აპრილს, საღამოს 6-ის ნახევარზე დააჯარიმეს. პარკში, სადაც, ჩვეულებრივ, ცოტა ხალხია ხოლმე, სასეირნოდ გასული თეკლა შეყვარებულს და მის ორ ნათესავს შეხვდა და სალაპარაკოდ გაჩერდა. პოლიციამ ოთხივე დააჯარიმა და მცირეხნიანი შეხვედრა ამ ადამიანებს 12 ათასი ლარი დაუჯდათ.

საგანგებო მდგომარეობის, კომენდანტის საათისა და საკარანტინო წესების დარღვევის გამო, 27 მარტიდან დღემდე 9 მილიონ ლარზე მეტის ჯარიმა გამოიწერა.


Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatramadabethttps://12betno1.help/먹튀위크seks filmleriSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기tipobetbetigma girişcratosroyalbettürk ifşa킹콩티비kayseri escort스마일퀄리티pusulabetjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetสล็อตBetigmahttps://www.teestaurja.com/jojobetSahabetumzugsfirma wienyozgat escorthttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9057.comCasibomdizipalkulisbetkulisbetkulisbetkulisbetvaycasinojojobetmarsbahisgoogle hit botuHoliganbetcasibomholiganbetgiftcardmall/mygiftbetlike girişkingbet188 slotbetparkthailand arrival cardвсе казиноjojobet1xbet girişcratosroyalbetcasibomHoliganbetbets10sekabet girişmatbetExtrabetjojobet girişjojobet girişselçuksportsmatbetmarsbahispaşacasinocasibombets10jojobetjojobetmeritkingvdcasinosahabetcratosroyalbetjokerbetsekabetHoliganbetmagic mushroomsholiganbetcanlı maç izlebetasus girişjojobet girişStreameastkiralık hackercasibomcasibomcasibom girişcasibomcasibommp3juiceTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibombetsatholiganbetultrabet girişultrabetholiganbetjojobetpusulabetholiganbetholiganbetdeneme bonusu veren yeni sitelerholiganbetcasibomdeneme bonusu veren sitelermarsbahisivermectinmatbetcasibomлучшие казинолучшие казиноcasibomonwincasibom giriş1xbetmatadorbetiptv testcasinolevantmatbetpusulabetjojobetret casinodeneme bonusu veren siteler 2026Streameastslot gacorTotalsportekholiganbetjojobetbonisabetikimislicasibom