ახალციხის რაიონული სასამართლო სამცხე–ჯავახეთის მუფთის საქმეს განიხილავს. მამუკა ვაშაყმაძეს ბრალი ცემაში ედება, იგი დანაშაულს აღიარებს. წინასასამართლო სხდომა მართლმსაჯულების ორგანოში დღეს გაიმართა, სადაც ბრალდების მხარემ გამოსაკვლელვი მტკიცებულებები წარადგინა, აღნიშნული კი დაცვის მხარემ უდაოდ ცნო.
სამცხე–ჯავახეთის მუფთს ბრალი მეზობლისა და ოჯახის ახლობლის ცემაში ედება. მამუკა ვაშაყმაძე „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ დაპირისპირება ავტომანქანის გამო მოხდა. მუფთის ძმის კუთვნილი ავტომანქანა მეზობელმა, ბაკურ მარკოიძემ დაუკითხავად გამოიყენა, რამაც მათ შორის სიტყვიერი შელპარაკება გამოიწვია და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, იგი ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით თხუთმეტ თვემდე.
შემდეგი სასამართლო სხდომა 8 დეკემბერს ჩაინიშნა.
|