სამართალი
კორონავირუსით დაინფიცირებულთ რაოდენობა 394-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ცხრით გაიზარდა და 394 შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge -ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 547 პირი.
ინფორმაციისთვის, 394 ადამიანიდან 86 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
გააზიარეთ :