გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის
სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და
ტრანსპორტირების სამი ფაქტი გამოავლინეს. ადიგენში გაჩერებული
სატვირთო ავტომანქანის ძარაზე ნანახი იქნა პირველადი გადამუშავების
პროდუქტი – ფიცარი, რომელიც დამალული იყო კარტოფილით სავსე ტომრების
უკან. მძღოლს არ აღმოაჩნდა ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტი.
უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა ადიგენის მუნიციპალიტეტის
სოფელ პატარა სმადაშიც. სამართალდამრღვევს გადაჰქონდა უკანონოდ
მოპოვებული ხე-ტყე. სოფელ შოლავერში კი ნანახი იქნა უკანონოდ
მოპოვებული მრგვალი მორი. სამართალდამრღვევის ვინაობა უცნობია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო
მოპოვების და ტრანსპორტირების სამი ფაქტი გამოავლინეს.
ადიგენში გაჩერებული სატვირთო ავტომანქანის ძარაზე ნანახი იქნა
პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი, რომელიც დამალული იყო
კარტოფილით სავსე ტომრების უკან. მძღოლს არ აღმოაჩნდა
ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტი.
უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა ადიგენის
მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სმადაშიც. სამართალდამრღვევს
გადაჰქონდა უკანონოდ მოპოვებული
ხე-ტყე.
სოფელ შოლავერში კი ნანახი იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი.
სამართალდამრღვევის ვინაობა უცნობია.