ახალციხის რაიონულ სასამართლოიში დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე მოწმეებად სამართალდემცველები დაიკითხნენ. მათ შორის ნინოწმინდის სამმართველოს პოლიციელი რობერტ მარქარიანი, რომელიც ბრალდებულმა არმენ კარაპეტიანმა ამოიცნო და სხდომაზე განაცხადა, რომ დაკავებისას და შემდეგ უკვე დაკითხვის დროს მას მარქარიანი ფიზიკურად გაუსწორდა. თუმცა პოლიციელმა აღნიშნული კატეგორიულად უარყო.
ადვოკატის თქმით, მოწმემ იცრუა. მაიზეს ბაბლუანს პრეტენზიები აქვს პროკურატურასთანაც, რადგან მისი თქმით, ბრალდებულების ცემის ფაქტზე გამოძიება დიდიხანია დაიწყო, თუმცა შედეგი ვერ მიიღეს.
იგიტიანის, ნალბანდიანიასა და კარაპეტიანის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 17 ნოემბერს ჩაინიშნა.
|