ახალციხე - ბორჯომის გზაზე ტრაილერი ამოტრიალდა
ახალციხე - ბორჯომის გზაზე დიდი სიჩქარით მიმავალი ტრაილერი ამოტრიალდა.
საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის.
მძღოლი 125-ე მუხლის მეათე პუნქტის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა, რომელიც გულისხმობს ისეთ სამართალდარღვევას, რომელსაც მოჰყვა ქონების ან ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და ისჯება 250 ლარით.