შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის, მასალის უკანონოდ გადამუშავების და
გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქრო) ტექნიკური რეგლამენტის
მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე 4 პირი ამხილეს.
სამართალდამცველებმა ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში,
მხილებულების კუთვნილი უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს. პოლიციამ
მათივე ავტომანქანებიდან – უკანონოდ მოპოვებული დაუფირნიშებელი, 7,2
კუბ.მეტრი წიწვოვანი ჯიშის ხის მრგვალი მორი და 4,42 კუბ.მეტრი
დამუშავებული ფიცარი ამოიღო. გამოძიება ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის,
უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების და ხე-ტყის
პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქრო) ტექნიკური
რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს.

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის, მასალის უკანონოდ გადამუშავების და
გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქრო) ტექნიკური რეგლამენტის
მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე 4 პირი
ამხილეს.
სამართალდამცველებმა ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში,
მხილებულების კუთვნილი უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს. პოლიციამ
მათივე ავტომანქანებიდან – უკანონოდ მოპოვებული დაუფირნიშებელი, 7,2
კუბ.მეტრი წიწვოვანი ჯიშის ხის მრგვალი მორი და 4,42 კუბ.მეტრი
დამუშავებული ფიცარი ამოიღო.
გამოძიება ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული
ხე-ტყის პირველადი გადამუშავების და ხე-ტყის პირველადი
გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქრო) ტექნიკური რეგლამენტის
მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს.