სამართალი
ადიგენში ხანდაზმულმა ქალმა სავარაუდოდ, თავი მოიკლა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეში ხანშიშესულმა ქალმა სავარაუდოდ, თავი მოიკლა. შემთხვევა ორ ივლისს, ღამით მოხდა. როგორც თანასოფლელები ყვებიან, სახლის ეზოში გარდაცვლილი 80 წლამდე ასაკის დედა შვილმა ნახა.
"ქალი შვილთან ერთად ცხოვრობდა. დღისით შვილი სახლში არ იყო, ღამე 11-ზე რომ მივიდა, დედა ეზოში, გარდაცვლილი დახვდა. ხის ტოტზე ჩამოიხრჩო თავი. როგორც ვიცი, ძალადობის კვალი არ ემჩნევა", - გვითხრეს სოფელში.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გააზიარეთ :