გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის
სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები
გამოავლინეს და უკანონოდ მოქმედი სახერხი–დანადგარები აღმოაჩინეს
ქალაქ ბორჯომში გადამოწმების მიზნით გაჩერებული იქნა მიკროავტობუსი,
რომელიც დატვირთული იყო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყით. აღნიშნული
ავტომანქანა დაილუქა და გადაყვანილ იქნა ფინანსთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოში. ასევე, ბორჯომში სოფელ დაბაში, ერთ-ერთი
საცხოვრებელი სახლის სათავსოში, უკანონოდ მოპოვებული 3 მ- 5 მ სიგრძის
მრგვალი მორები აღმოაჩინეს. დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის
სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი-საამქროს რეგლამენტით
გათვალისწინებული წესების დარღვევის კიდევ სამი ფაქტი გამოავლინეს
ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში. ბორჯომის მუნიციპალიტეტის
სოფელ ახალდაბაში რეგისტრირებული სახერხი სამქროს ტერიტორიაზე ნაპოვნი
იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი. აღნიშნული სახერხი საამქრო
დაილუქა. ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში ნანახი იქნა უკანონო
სახერხი დაშლილ მდგომარეობაში, სადაც განთავსებული იყო პირველადი
გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. დანადგარი და ფიცარი კანონის
შესაბამისად გადაიტანეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოში. კიდევ ერთი ფაქტი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ
ზედუბანში გამოვლინდა. მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა
განთავსებული სახერხი საამქრო, სადაც აღმოჩენილი იქნა პირველადი
გადამუშავების პროდუქტი ფიცარი და უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი.
განხორციელდა სახერხი საამქროს დემონტაჟი და გადატანილ იქნა ფინანსთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო
ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს და უკანონოდ მოქმედი
სახერხი–დანადგარები აღმოაჩინეს
ქალაქ ბორჯომში გადამოწმების მიზნით გაჩერებული იქნა
მიკროავტობუსი, რომელიც დატვირთული იყო უკანონოდ მოპოვებული
ხე-ტყით. აღნიშნული ავტომანქანა დაილუქა და გადაყვანილ იქნა
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
ასევე, ბორჯომში სოფელ დაბაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის
სათავსოში, უკანონოდ მოპოვებული 3 მ- 5 მ სიგრძის მრგვალი მორები
აღმოაჩინეს.
დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა
სახერხი-საამქროს რეგლამენტით გათვალისწინებული წესების დარღვევის
კიდევ სამი ფაქტი გამოავლინეს ბორჯომისა და ადიგენის
მუნიციპალიტეტებში.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში რეგისტრირებული სახერხი
სამქროს ტერიტორიაზე ნაპოვნი იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი.
აღნიშნული სახერხი საამქრო დაილუქა. ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ
ყვიბისში ნანახი იქნა უკანონო სახერხი დაშლილ მდგომარეობაში, სადაც
განთავსებული იყო პირველადი გადამუშავების პროდუქტი –
ფიცარი. დანადგარი და ფიცარი კანონის
შესაბამისად გადაიტანეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოში. კიდევ ერთი ფაქტი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ
ზედუბანში გამოვლინდა. მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა
განთავსებული სახერხი საამქრო, სადაც აღმოჩენილი იქნა პირველადი
გადამუშავების პროდუქტი ფიცარი და უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი.
განხორციელდა სახერხი საამქროს დემონტაჟი და გადატანილ იქნა ფინანსთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.