ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი კომატოზურ მდგომარეობაში თემქაზე "ჯერასრის" კლინიკაში რჩება. ექიმების თქმით, ბექა გოგრიჭიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.
სოფელ მლაშეში ამბობენ, რომ ოჯახმა მისი ანალიზები თურქეთის კლინიკაში გააგზავნა და გადაწყვეტილების მისაღებად საავადმყოფოდან პასუხს ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს, ბექა გოგრიჭიანი სოფელ მლაშეს საცხოვრებელი სახლის ეზოში მეუღლემ დაჭრილი იპოვა, მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.