ვალეში მოტოციკლი ამოყირავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხის ქალაქ ვალეში. ცენტრალურ გზაზე მოძრავი მოტოციკლი ამოყირავდა. შემთხვევა 4 აგვისტოს, საღამოს მოხდა. თვითმხილველების თქმით, სატრანსპორტო საშუალებაზე ერთი პირი იჯდა.
„არაფერს დაჯახებია, თვითონ ამოყირავდა. დაახლოებით, 30 მეტრზეა მოცურებული მოტოციკლეტი. მძღოლი სასწრაფომ წაიყვანა“, - გვითხრეს ვალეში.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკა „იმედში“ გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მას მრავლობითი ექსკორიაციები აღენიშნებოდა. პროცედურების ჩატარების შემდეგ დაშავებული კლინიკიდან გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ვალეს რაიონულმა განყოფილებამ გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის 2 ნაწილთ დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.