ახალქალაქში, სამსახურში მისულ იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მინა ჩამსხვრეული დახვდათ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები დილიდან დაიწყეს.
ადგილობრივების თქმით, მინა სროლის შედეგად ჩაიმსხვრა. ახალქალაქში არ გამორიცხავენ, რომ მინა არა ქვის, არამედ ტყვიის შედეგად არის ჩამსხვრეული.
,,სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ახალქალაქში ვისმენთ მხოლოდ აფეთქების, სროლის და ა.შ. ხმებს. უკვე საშიშია ცხოვრება. მეც ჩემი ოჯახით ცენტრში ვცხოვრობ, დილით კი ვიგებ, რომ შენობა არის ჩაცხრილული. ეს ყველაფერი დაუსჯელობის სინდრომის გამო ხდება" - აცხადებს ,,ევროპული საქართველოს" ჯავახეთის ოფისის ხელმძღვანელი არსენ კარაპეტიანი.
ფოტოზე, რომელიც იუსტიციის სახლთან არის გადაღებული, თვითმხილველთა თქმით, არის ტყვია, რომელიც სავარაუდოდ, სამართალდამცველებმა ამოიღეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 9-დან 12 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.