გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის
სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი
გამოავლინეს. ადიგენის მუნიციპალიტეტში, გადამოწმების მიზნით
გაჩერებული იქნა სატვირთო ავტომანქანა, რომლის ძარაზეც განთავსებული
იყო პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. სამართალდამრღვევი
ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა.
კანონდარღვევის შენიღბვის მიზნით, მოქალაქეს ფიცრები
კარტოფილით ჰქონდა დაფარული. ავტომანქანა გადაყვანილი იქნა
საფინანსო სააგენტოში. ასევე, სამმართველოს თანამშრომლება, ბორჯომის
მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში ტყის ბუდეში უკანონოდ მოპოვებული
ხე-ტყე აღმოაჩინეს. შედგენილია შესაბამისი აქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო
ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ადიგენის მუნიციპალიტეტში, გადამოწმების მიზნით გაჩერებული იქნა
სატვირთო ავტომანქანა, რომლის ძარაზეც განთავსებული იყო პირველადი
გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. სამართალდამრღვევი ტრანსპორტირებას
შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა. კანონდარღვევის
შენიღბვის მიზნით, მოქალაქეს ფიცრები კარტოფილით ჰქონდა
დაფარული.
ავტომანქანა გადაყვანილი იქნა საფინანსო სააგენტოში.
ასევე, სამმართველოს თანამშრომლება, ბორჯომის მუნიციპალიტეტის
სოფელ ახალდაბაში ტყის ბუდეში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე
აღმოაჩინეს.
შედგენილია შესაბამისი აქტი.