ნინოწმინდა–ჯიგრაშენის გზაზე თივით დატვირთული სატვირთო გადაბრუნდა
ნინოწმინდა-ჯიგრაშენის გზაზე, ტყის მახლობლად, თივით დატვირთული სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა. რადიო "ნორის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვეევის დროს არავინ დაშავებულა.
თვითმხილველების თქმით, Opel-ის მარკის ავტომობილმა სატვირთოს გზა გადაუჭრა, რის შედეგადაც სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა.
შემთხვევის ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობდნენ.