ახალციხეში, რესტორანში აფეთქება მოხდა
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე რესტორან "იმერეთში" აფეთქება მოხდა. კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. აფეთქების ძალამ მთელი რესტორანი დააზიანა. პირველადი ინფორმაციით, კორპუსის ორი მაცხოვრებელი აფეთქების მომენტში სარდაფში იმყოფებოდნენ.
"ვიჯექი სახლში და უცებ მთელი კორპუსი თითქოს აიწია, მთელი კარ-ფანჯრა თავისით გაიღო. მიწისძვრა გვეგონა, ჩამოვედით და თურმე გაზმა გაჟონა. კორპუსს ძირი აქვს გამოცლილი. სად უნდა წავიდეთ ამ ღამე არვიცით. ცოლ-ქმარი სარდაფში ყოფილა, არვიცი რა ბედი ეწიათ. იმასაც ამბობენ, რომ რესტორანში ვიღაცეები ყოფილან, ჩუმად ქეიფობდნენო" - ამბობს კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდაცველები. ტერიტორია ყვითელით ლენტით არის შემოსაზღვრული.
"მეცხრე არხი" ადგილზე რჩება და დეტალებს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.