ახალქალაქში შუახნის ქალი ხიდიდან გადახტა
დღეს, 27 იანვარს, დაახლოებით 10:00 საათზე ახალქალაქში, შუა ხნის ქალი ხიდიდან გადახტა. თვითმხილველებმა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები გამოიძახეს, თუმცა ქალი მათ მისვლამდე გარდაიცვალა.
ხიდი, ყოფილ სამხედრო ქალაქს, ახალქალაქთან აკავშირებს.
ამ დროისთვის სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ. ხიდი დროებით დაკეტილია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
JNEWS-ის ფოტო