ახალქალაქში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიაში 55 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრებმა იგი საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ოთახში, თოკზე ჩამოკიდებული ნახეს.
„ჩვენი ჯგუფი იყო იქ, რომ მივედით უკვე გარდაცვილი დაგვხვდა, თავი ჩამოიხჩო“- აცხადებენ ახალქალაქის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.