„აქციას გავმართავთ“- დაზიანებული კორპუსის მაცხოვრებლები მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ
15:58 / 12.02.2021
მოქალაქეები, რომლებიც ორი თვეა ახალციხის მერიის მიერ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ, ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. აფეთქების დროს დაზიანებული კორპუსის მაცხოვრებლები საკუთარ სახლებში დროულად დაბრუნებას ითხოვენ. დაზარალებულები ამბობენ, რომ ნაქირავებ ბინებში კომუნალური გადასახადები გაუსამმაგდათ და ვეღარ იხდიან.
„ჩემს სახლში გაზს ნაკლებს ვიხდიდი, ნაქირავებში იმხელა კომუნალურები მოვიდა, დღეს სესხი უნდა გამოვიტანო, რომ დავფარო. რატომ უნდა ვცხოვრობდე სხვაგან, როცა სახლი მაქვს. 31 დეკემბრამდე ყურადღებას გვაქცევდნენ, მხოლოდ ქირის გადახდა არ არის საკმარისი“, - ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
ხუთსართულიანი კორპუსის სარდაფში აფეთქება 24 დეკემბერს მოხდა. შემთხვევა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. შედეგად დაზიანდა კორპუსის სარდაფები და პირველ სართულზე განთავსებული რესტორანი.
დაშავდა ორი პირი, რომელიც აფეთქების დროს სარდაფში იმყოფებოდა. ისინი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
დაზიანებული კორპუსის მდგომარეობა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლებმა შეისწავლეს. სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, უსაფრთხოა თუ არა საცხოვრებლად ხუთსართულიანი შენობა. მათ დასკვნამდე ადგილობრივმა ხელისუფლებამ 10 ოჯახს ბინები უქირავა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.