4-5 ივლისს შემოსავლების სამსახურის
თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატების
შემოტანის რამდენიმე მცდელობა აღკვეთეს. 4 ივლისს, საბაჟო გამშვებ
პუნქტ „ვალეს“ კონტროლის ზონაში თურქეთის მხრიდან შემოსული კანადის
მოქალაქე ე.ა.ჯ.-ს ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 10 აბი
ნარკოტიკული საშუალების შემცველი პრეპარატი
APO-TRAMADOL აღმოუჩინეს, ხოლო 5 ივლისს, თურქეთის მოქალაქე
ჰ.ი.-ის ხელბარგის დათვალიერების შედეგად – 18 აბი ნარკოტიკული
საშუალების შემცველი პრეპარატი GERALGINE-k. ორივე საქმე შემდგომი
რეაგირების მიზნით, საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის
მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
4-5 ივლისს
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული
ნივთიერებების შემცველი პრეპარატების შემოტანის რამდენიმე მცდელობა
აღკვეთეს.
4 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ვალეს“ კონტროლის ზონაში თურქეთის
მხრიდან შემოსული კანადის მოქალაქე ე.ა.ჯ.-ს ხელბარგის დათვალიერების
შედეგად, 10 აბი ნარკოტიკული საშუალების შემცველი პრეპარატი
APO-TRAMADOL აღმოუჩინეს, ხოლო 5 ივლისს, თურქეთის მოქალაქე
ჰ.ი.-ის ხელბარგის დათვალიერების შედეგად – 18 აბი ნარკოტიკული
საშუალების შემცველი პრეპარატი GERALGINE-k.
ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საპატრულო პოლიციის
სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო
სამსახურს გადაეცა.