28 ივნისს, საბჟპ გამშვებ პუნქტ „ვალეს“ ტერიტორიაზე
თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან ჩეხეთის მოქალაქე
ე.ს. შემოვიდა, რომლის კუთვნილი ხელბარგის სკანერით
დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების (ტრამადოლი)
შემცველობის პრეპარატი Tramal – 6 აბი აღმოაჩინეს.
ნარკოტიკული ნივთიერების (კოდეინი) შემცველობის პრეპარატი Acetaminophen Codeine – 9 აბი და ფსიქოტროპული ნივთიერების (ფსევდოეფედრინი) შემცველობის პრეპარატი Goldax – 7 აბი აღმოაჩინეს სგპ „ვალეს“ მებაჟე ოფიცრებმა, ასევე, 29 ივნისს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად.
ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს.
|